ესპანეთის ქალაქ მალაგაში ძალისმიერ სამჭიდში ევროპის თასის გათამაშება გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

გივი მარგველაშვილმა 66 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა. ასევე პირველი ადგილის მფლობელები არიან 83 კგ წონით კატეგორიაში ლევან გილიგაშვილი და 74 კგ წონით კატეგორიაში თეიმურაზ კალანდძე. 105 კგ წონით კატეგორიაში კი მეორე ადგილს დასჯერდა კობა კობახიძე.

ჩემპიონატში 12 ქვეყნის სპორტსმენები ასპარეზობდნენ. საქართველოდან კი ხუთი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ჩემპიონატის საერთო გუნდური შედეგი ხვალ გახდება ცნობილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი