ეს ისტორია ივანე ჯაფარიძისგან შევიტყეთ. ის ეკუთვნის ქალს, რომელმაც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების – ,,განდეგილი” -ში აღწერილი გამოქვაბული აღმოაჩინა და პირველად დადგა ფეხი.

,,ზუსტად 70 წლის წინათ, 1948 წლის 2 იანვარს სტეფანწმინდაში გაემგზავრა პირველი მთამსვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე, რათა მყინვარწვერის კალთებზე ზღვის დონიდან 4100 მ სიმაღლეზე არსებულ ბეთლემის გამოქვაბულში შეეღწია, რომელიც პირველად ლევან სუჯაშვილმა შეამჩნია 1947 წლის ნოემბრის დასაწყისში, მაგრამ შიგ არავინ შესულა. ეს ამბავი ალექსანდრა ჯაფარიძეს შეატყობინეს იმავე წლის 24 დეკემბერს. ალექსანდრამ მყისვე მიმართა საქართველოს მთავრობას ნებართვისათვის, რომ მოწყობილიყო ექსპედიცია გამოქვაბულის გამოსაკვლევად მთავრობამ მხარი დაუჭირა ალექსანდრა ჯაფარიძის წინადადებას და მისცა მას უფლება ეხელმძღვანელა ბეთლემის საკვლევი ექსპედიციისათვის. 1948 წლის 7 იანვარს, შობა დღეს ალექსანდრა ჯაფარიძე თავის ჯგუფთან ერთად გამოქვაბულში შევიდა და სინამდვილედ აქცია ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ ლეგენდა.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით დიდი მწერალი და მამულიშვილი თავის დას – მზიას გადასახლებიდან წერდა: „ალექსანდრა ჯაფარიძეს ჩემს მაგივრად მიულოცე განდეგილის ქვაბულის აღმოჩენა. მეტად მაინტერესებს და ამ აღმოჩენის შეასხებ მოუთმენლად ველი გაზეთებს ან შენ დაწვრილებით წერილს. რა შესანიშნავი თემაა გარდა სხვა ყველაფრის: ქალმა დამხო ძველი განდეგილი ბერი და ისევ ქალმავე აღმოაჩინა იგი – ალბათ თავის ძლიერების ხელმეორედ დასადასტურებლად! ეჰ, იქნებ ოდესმე დავწერო, ჯერ კი ხელები შემოკლებული… მაქვს… 20/VIII-1948 წ.“
ფოტოებზე ალექსანდრა ჯაფარიძე ბეთლემის გამოქვაბულის ძირში (გურამ თიკანაძის ფოტო) და ბეთლემის გამოქვაბულის კარი”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი