,,ადამიანების ჯგუფი,რომლებიც მიკრო ავტობუსით მოდიოდნენ ექსკურსიიდან ფოკას დედათა მონასტრიდან გზაში, მანგლისთან, ავარიაში მოხვდნენ და ორი გარდაიცვალა _ ერთი მსახიობი ნინო ჩხეიძე და მეორე ამერიკელი ტურისტი.

მე მაქვს შეკითხვა:როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს განუკითხაობა? კი, მესმის შემთხვევითობაც არაა გამორიცხული, მაგრამ კონტროლი რატომ არ არის მძღოლების? ადრე მახსოვს, სამედიცინო შემოწმებას უტარებდნენ მძღოლებს, ახლა ვინღაა განმკითხველი… დღე ისე არ გავა, მსგავსი შემთხვევა არ მოხდეს. უკვე მეშინია ექსკურსიაზე წასვლის. თურმე ეს სიცოცხლის სასწორზე დადების ტოლფასია და რატომ ხალხო? ვინმე ყურად იღებს კონტროლს?
მახსენდება, წლების წინ ქობულეთიდან მოვდიოდი მიკრო ავტობუსით. მძღოლის უკან, გზაში, ადგილი გათავისუფლდა და იქ გადმოვჯექი. სარკეში რამდენჯერმე შევნიშნე, როგორ ებლიტებოდა თვალები მძღოლს. ყურადღებით ვაკვირდებოდი. როდესაც ნატახტართან ხიდზე ფაქტიურად ჩაეძინა და ხიდის მოაჯირს მიუახლოვდა, მხარზე დავარტყი ხელი და შევძახე:- თქვენ რაა, გძინავთ? ელდანაკრავივით გაახილა თვალები და გაასწორა საჭე. ფაქტიურად, თხუთმეტამდე ადამიანი საშინელ სიკვდილს გადავარჩინე. ნუუ, ჩემი ჩათვლით.

ეხლა და მაშინაც ვიფიქრე, მე რომ წინ არ დავმჯდარიყავი, დღეს ამას არ დავწერდი. მწუხარების, გლოვის და სამძიმრების ქვეყანა გავხდით.
უზომოდ მტკივა გული, ადამიანის სიცოცხლეს ფასი რომ აღარ აქვს.

ვინმე გააკონტროლებს ამ სიკვდილის მანქანებს??
ვწუხვარ და ვიზიარებ ამ ტრაგედიას!
ღმერთო გვაკმარე!!!” _ წერს სოციალურ ქსელში ნინო მამულაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ფოკას მონასტრიდან მომავალი მომლოცველების მიკროავტობუსი გადაბრუნდა, რის გამოც ორი ადამიანი გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი სხეულის სხვადასხვა ფორმის დაზიანებები მიიღეს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი