სკანდალი-ექსკლუზივი

სანდო წყარომ გვაცნობა, რომ ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის დირექტორმა, რემა ღვამიჩავამ განცხადება დაწერა და გათავისუფლება მოითხოვა. რატომ მიიღო ბატონმა რემამ ასეთი გადაწყვეტილება, ამის გარკვევა თავდაპირველად ცენტრის პრესამსახურთან, ლიკა ენუქიძესთან ვცადეთ. ცოტა ხანში, ლიკამ გვაცნობა, რომ ბატონი რემა არ პასუხობდა სატელეფონო ზარს, ამიტომ კითხვაზე პასუხს ვერ გაგვცემდა. მან საპარტნიორო ფონდთან გადაგვამისამართა _  ეს თუ სიმართლეა, ალბათ, განცხადებას მათთან დაწერდა და ეცოდინებათო. შეგახსენებთ, რომ ,,კლინიკების განვითარების მიზნით, სს „საპარტნიორო ფონდი“-ს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით,  შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ (“Clinics Development Company” LLC) დაფუძნდა და აღნიშნული საავადმყოფო  მას საკუთრებაში გადაეცა.

  როგორც სს „საპარტნიორო ფონდი“-ში ამბობენ,  შვილობილი „კლინიკების განვითარების კომპანია“-ს მიზანია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში, აღნიშნული საავადმყოფოს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების, მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა, თუმცა რამდენად ხელშეწყობილია ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი, ამას იქ არსებული საშინელი მდგომარეობა ცხადყოფს. თავად ვიმყოფებოდი ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში და სკანდალური მასალებიც იქ მოვიძიე, რომელიც 3 ნაწილად გამოვაქვეყნე საინფორმაციო სააგენტო ,,ევრონიუს ჰოლდინგი”-ს ვებგვერდებზე: EURONEWS.GE.  QRONIKA.GE .

მესამე ნაწილი გამოქვეყნდა და მეორე დღეს, რემა ღვამიჩავამ განცხადება დაწერა.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია საპარტნიორო ფონდშიც გადავამოწმეთ. პრესამსაუხრის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ჩვენი ინფორმაცია სიმართლე იყო და რემა ღვამიჩავამ, კლინიკების განვითარების კომპანიაში, გათავისუფლების შესახებ განცხადება ორი დღის წინ დაწერა. EURONEWS.GE შეეცდება გაარკვიოს, რატომ მოიქცა ასე ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელი და ეს ხომ არ იყო ვინმეს ზეწოლის შედეგი?

ნელი ვარდიაშვილი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი