22 მარტი, 2018 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა  ბანკომატების უსინათლო პირებისთვის ადაპტირების შესახებ. ადაპტირების პროექტი, საქართველოში პირველად, განხორციელდა საქართველოს ბანკის ფონდის „სიცოცხლი ხე“-ს ორგანიზებით. უსინათლო პირებს, შესაძლებლობა აქვთ სრულიად დამოუკიდებლად ისარგებლონ საქართველოს ბანკის ბანკომატებით. ადაპტირების პროცესში მოხდა ბანკომატების ხმოვანი პროგრამით უზრუნველყოფა და არსებული სისტემის HTML ფორმატზე გადაყვანა, რაც თავის მხრივ ტექნიკური მახასიათებლების გაძლიერებასაც ნიშნავს. შესაბამისად, ბანკომატზე დამონტაჟდა ყურთსასმენის განსათავსებელი მოწყობილობები, შეიცვალა ბანკომატის სცენარი და გახმოვანდა მენიუ.  ბარათის, თანხისა და ქვითრის ჭრილის მანიშნებლები კი ბრაილის წარწერიანი სტიკერებით ჩანაცვლდა. ბანკომატების ადაპტირების პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული უსინათლო პირები, რამაც შესაძლებელი გახადა, ბანკომატით განხორციელებული ტრანზაქციები მათ საჭიროებაზე  მაქსიმალურად ყოფილიყო  მორგებული.

აღსანიშნავია, რომ უსინათლო პირებისათვის ბანკომატით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით მათ საჩუქრად გადაეცემათ ყურთსასმენები. ადაპტირებული ბანკომატითა და ხმოვანი პროგრამით პირველად სარგებლობის შემთხვევაში, ბანკომატზე

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“:

ფონდი „სიცოცხლის ხე“ საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა და გარემოს დაცვა. ამჟამად, ფონდი აქტიურად მუშაობს სოციალური მეწარმეობის  შესახებ პროექტების და საგრანტო კონკურსების მიმართულებით. ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორები. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას  კი ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tree.ge

ყურთსასმენების მიერთების გზით, მათ საშუალება ექნებათ მოისმინონ ბანკომატით სარგებლობის ინსტრუქცია, პროცესის აღწერა, რაც საშუალებას მისცემთ მარტივად და დამოუკიდებლად განახორციელონ სხვადასხვა ოპერაციები როგორიციაა: თანხის განაღდება, პინ კოდის შეცვლა, ნაშთის შემოწმება და ა.შ

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ მუდმივად ზრუნავს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საბანკო მომსახურების და ბანკის ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის ზრდაზე. საქართველოს ბანკის ბანკომატების უსინათლო პირთათვის ადაპტირება  და მათი ხმოვანი პროგრამით უზრუნველყოფა ამ ეტაპისთვის დასრულებულია თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში. ჯამში ადაპტირებულია 10 ბანკომატი. პროცესი გრძელდება და ადაპტირებული ბანკომატების  რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

###

საკონტაქტო პირი მედიისთვის:                                              

ხათუნა კაკაბაძე

(599) 206 246                                                                                         khkakabadze@bog.ge

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“:

ფონდი „სიცოცხლის ხე“ საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა და გარემოს დაცვა. ამჟამად, ფონდი აქტიურად მუშაობს სოციალური მეწარმეობის  შესახებ პროექტების და საგრანტო კონკურსების მიმართულებით. ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორები. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას  კი ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tree.ge

 

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი