Home ახალი დამატებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ფილიპ ბუაიას შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ფილიპ ბუაიას შეხვდა

21 second read
0
22

2016 წლის 10 თებერვალს, საღამოს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოში ადვოკატთა უფლებების დარღვევებზე, ადვოკატების პოლიტიკური ნიშნით დევნის და შევიწროების საკითხების ირგვლივ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალურ დირექტორს _ ფილიპ ბუაიას შეხვდა.

ზაზა ხატიაშვილმა პოლიტიკური პატიმრების, ადვოკატების _ ნათელა გოდერიძის და მზევინარ კოსტავას უკანონო დაკავების გამო მას სთხოვა, საქართველოში განახორციელოს ევროპის საბჭოს მონიტორინგი ადვოკატის უფლებების მასიურ დაღვევებზე. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, 62 წლის პენსიონერი ქალბატონის დაკავება, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რომელსაც აქვს დღეში ორი სასამართლო პროცესი, არის ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არარსებობის დადასტურება.

ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირებაში, მაგრამ სასამართლო სისტემა დღითიდღე ჭაობში ეფლობა და იღებს შეკვეთილ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ევროპის საბჭომ რამოდენიმეჯერ დააფინანსა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სწავლება საქართველოში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსამართლეებს ჩაუტარდათ სწავლების კურსი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე- 5 მუხლის გამოყენების საკითხებზე, სადაც მითითებულია, რომ წინასწარი პატიმრობა არის გამონაკლისი ღონისძიება. პენსიონერი ადვოკატის წინასწარი პატიმრობა, არაძალადობრივ დანაშაულზე, წარმოადგენს ძალადობისა და შიშის დათესვას ადვოკატთა კორპუსში.

euronews.ge-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ შეხვედრაზე, ზაზა ხატიაშვილმა ისაუბრა ადვოკატ გიორგი მდინარაძის წამების ფაქტზეც. ის პოლიციის დაწესებულებაში, ბორკილდადებული აწამეს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ფილიპ ბუაიას ამის თაობაზე  სექტემბერშიც ესაუბრა. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, არ არიან დაკავებული ის პირები, რომლებმაც ბორკილები დაადეს გიორგი მდინარაძე. დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულმა პოლიცელებმა, ასევე უკანონოდ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს გიორგი მდინარაძის ადვოკატი _ მუხრან ღურწკაია, რომელიც აქტიურობდა ნაწამები ადვოკატის დაცვის პროცესში. ერთი თვის წინ, ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი გახდა საქართველოში გამეფებული პოლიციური ძალადობის მსხვერპლი. პოლიციელებმა ადვოკატის ცემეს 8 თვის მეუღლის თვალწინ, რაც არის არაჰუმანურ მოპყრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *