,,გაფრთხილდით!
მოერიდეთ არალიცენზირებული ქართული პროგრამების თქვენს ელექტრო სისტემებში განსაკუთრებით ტელეფონებში დაინსტალირებას.

ორგანიზაციაში მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ე.წ. Play Market-ში გარკვეული ქართული წარმომავლობის არალიცენზირებული პროგრამები წარმოადგენენ სადაზვერვო სახის ვირუსულ ელემენტებს.
მაგალითად ტელეფონების ბაზა, შემოსული ზარები და ა.შ. როდესაც ეს მოწყობილობები მოხვდებიან თქვენს ტელეფონში, სისტემურ ბაზებს ანახლებენ იმ სატელეფონო ცნობარით, რომელიც თქვენს ტელეფონში კონფიდენციალურად გაქვთ დაცული. ასეთი ავტომატიზირებული სისტემით პროგრესირებს ეს პროცესი, ანუ ახლდება და ყოველივე ხდება ფარულად თქვენი თანხმობის გარეშე.

პირადად კიბერ სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ორგანიზაციაში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებთან გავიარე შესაბამისი კონსულტაცია.

მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული სადაზვერვო პროგრამები არ ეკუთვნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს. მათ გააჩნიათ სრული ბაზა როგორც ელექტრონული, ისე სხვა სოციალური სახის, რაზეც უპრობლემოდ აქვთ ხელწვდომა. გამომდინარე აქედან, ქვეყანაში შექმნილი სადაზვერვო მექანიზმები, რომლებიც ქვეყნის სპეცსამსახურს არ ეკუთვნის, ორმაგად საშიში და სერიოზული კონტრდაზვერვითი საფრთხის მატარებელია. სახეზეა უცხო ქვეყნის საგარეო დაზვერვის ეფექტური მუშაობა, რომელიც აგროვებს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების შესახებ. კონკრეტულად, მათი პირადი კონტაქტების და მიწერ-მოწერის ირგვლივ. არავინ იცის ამ ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახური როგორ ,,პროდუქტს” შექმნის და რა ფორმით იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე.

რეალურად რას უპირისპირებთ ამას?

ქვეყანაში გვყავს კიდევ ერთი მაღალანაზღაურებადი უსაქმური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ჰქვია. ესაა ვინმე თამარ ქალდანი. ნუთუ მას, ამის შესახებ ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს?

თუმცა როგორც პირადი გამოცდილებიდან ვიცი, ქალდანი პერსონალური ინფორმაციის დაცვას კიბერ მიმართულებით კი არა, რეალურ სივრცეში არ ახდენს. მახსოვს სამხედრო ბაზის კადრების სამსახურში ოფიცრის პირად საქმეში ანონიმური დოკუმენტი ჩადეს, სადაც ცირისმწამებლური სიყალბეები ეწერა, თამარ ქალდანმა ყურიც კი არ გააპარტყუნა.

მოვუწოდებ მას, დროულად შეისწავლოს ეს საქმე და მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რეაგირებისთვის.

რაც შეგვეხება ჩვენ, ,,შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფს”, დახულული წერილით ასევე მივმართავთ სუსი-ს ხელმძღვანელობას, რათა დროულად მოხდეს კონკრეტული პროგრამების იდენთიფიცირება და ბლოკირება ზემოდ აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავების მიზნით.

ესაა თანამედროვე გამოწვევები რაც რეალური საფრთხეებია საზოგადოებისთვის მას ისეთივე სერიოზულობით უნდა მოეკიდონ როგორც სოციალური,ფსიქოლოგიური და ეკონომიური თავდაცვის მიმართულებებს” _ აცხადებს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ნემსაძე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი