,,პოლიციელის მუნდირს ღირსეულად ბევრი ატარებს ჩვენს ქვეყანაში , მაგრამ მათ შორის გამორჩეულებზე გვინდა მოგითხროთ ამ პოსტში. ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ასეთი გამორჩეული და ღირსეული პოლიციელები არიან .

გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ზარი შემოვიდა თავშესაფრის ცხელ ხაზზე: ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე დავით პაპიაშვილი ვარო , დაკავებული გვყავს შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც ამ ქვეყნად არც დედა ჰყავს და არც მამა, არც ცოლ-შვილი ,სახლში მხოლოდ 9 წლის ოთხფეხა მეგობარი გერმანული ნაგაზი დარჩა და დიდი ემოციის ქვეშ არის, ძალიან განიცდისო. ვკითხე ,რით შემიძლია დაგეხმაროთ მეთქი. ბატონმა დავითმა , დიდსულოვანმა პოლიციელმა გულისტკივილით მითხრა, იქნებ თქვენ თავშესაფარში გადაიყვანოთ, ხელმძღვანელობისაგან კანონის ფარგლებში ავიღებ ნებართვას , დაკავებულს პოლიციის თანხლებით მივიყვანთ სახლში, საიდანაც თქვენი სამაშველო ჯგუფი შეძლებს ძაღლის გადაყვანას თავშესაფარში. ამ საუბრიდან ერთ საათში მივადექით დაკავებულის სახლს. ცრემლისმომგვრელი იყო ძაღლის და პატრონის შეხვედრა. ვინ იცის კიდევ როდის ნახავენ ერთმანეთს…

დიდ მადლობას ვუხდით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსს, მის მოადგილე დავით პაპიაშვილს, იმ კეთილი და დიდი გულის მქონე პოლიციელებს, ვინც დაკავებული პოლიციიდან სახლში მარტოდ დარჩენილი ოთხფეხა მეგობრის სანახავად მოიყვანა. მე ამაყი ვარ ასეთი პოლიციელებით და არა მარტო მე, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთ პოლიციელებს” _ აცხადებს ბიზნესმენი და ქვემოქმედი თამაზ ელიზბარაშვილი.

თავშესაფარმა რომ განაგრძოს მუშაობა, მას თქვენი დახმარება სჭირდება. თქვენ მიერ გაღებული 1 ლარიც კი ჩვენთვის ძვირფასია. The shelter needs your support to continue its activities. Even 1 Lari is important for us. The bank details are below ჩვენი ანგარიშის რეკვიზიტებია ლარში : მიმღები ბანკი : სს ,,საქართველოს ბანკი” ბანკის კოდი : BAGAGE22 მიმღების დასახელება:ელიზბარაშვილი თამაზ მიმღების ანგარიშის ნომერი : GE83BG0000000574178400 ანგარიშის რეკვიზიტები აშშ დოლარში: BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLAR Intermediary Bank: Citibank N.A. New York , USA Swift:CITIUS33 Account with Institution:Bank of Georgia Swift: BAGAGE22 Address:29a Gagarin street, Tbilisi 0160 , Georgia Beneficiary: ELIZBARASHVILI TAMAZ Account:GE83BG0000000574178400 ანგარიშის რეკვიზიტები ევროში: BANK DETAILS FOR TRANSFERS IN EURO Intermediary Bank :Commerzbank, Frankfurt,Germany Swift:COBADEFF Account with Institution:Bank of Georgia Address:29a Gagarin street, Tbilisi 0160 , Georgia Swift: BAGAGE22 Beneficiary: ELIZBARASHVILI TAMAZ Account:GE83BG00000005741784

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი