უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს:

,,მისასალმებელია, რომ 2012 წლის შემდეგ, ახლა მაინც მიმხვდარან “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს ფინასთა მინისტრი, რომ ბანკებს თურმე მოქალაქეების მიმართ არასამართლიანი მიდგომა აქვთ…. როგორც ვიცით, საბანკო სფეროში მათ გააჩნიათ მაღალი პროფესიონალური გამოცდილება. მაშინ საინტერესოა, ნუთუ აქამდე ვერ მიხვდნენ ამას? ფაქტი ერთია, მართლაც, ბანკებს მოსახლეობის მიმართ არასამართლიანი საკრედიტო პოლიტიკა აქვთ, თუმცა საინტერესოა, რატომ დუმდა აქამდე ხელისუფლება…. ალბათ ამ კითხვაზე თავად განვითარებული მოვლენები და დრო გასცემს პასუხს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი