ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სახე, რომან გოცირიძე ოცნებისტ კანონშემოქმედებს კანონპროექტის ქურდობას აბრალებს.

რომან გოცირიძე:

,,სასიამოვნო ქურდობა!
ჩემს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მცირე მეწარმეებისათვის შეღავათის დაწესების შესხებ პარლამენტმა ჩაააგდო, ახლა იგივე შემოაქვთ საკუთარი სახელით.
ვუთხარი პარლამენტის ტრიბუნიდან, დავდებ ამ კანონს და როცა გააცნობიერებთ, მოიპარავთ მეთქი.
ასევე ჩააგდეს ჩემი კანონპროექტი ზოგიერთი სახის ეკონომიკურ დანაშულზე. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ისვე, როგორც შემოსავლების დამალვაზე სისხლისამართლებრივი დევნის 50 ათასი ლარის ოდენობის ზღვრის აწევის შესახებ. ესენიც მოიპარეს. მთლად ბოლომდე კარგად ვერ აკეთებენ, მაგრამ ხომ ვაიძულებთ, რომ გააკეთონ?
კიდევ ბევრი კანონპროექტი გვაქვს რეზერვში.
როდესაც საზოგადოებრივი აზრი მომწიფება, ხელისუფლება იძულებული ხდება, დაემორჩილოს. ამ აზრს კი ჩვენი ინიციატივებით და ზეწოლით ვამწიფებთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი