All for Joomla All for Webmasters
მთავარი საზოგადოება ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

ერთ-ერთ მიკროავტობუსში მყოფები თბილისში ექსკურსიაზე მიდიოდნენ. დაშავებულები გორის, კასპისა და მცხეთის სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს. კლინიკა “გორმედში” მსუბუქი დაზიანებებით ხუთი პაციენტი შემოიყვანეს, ორი ზრდასრული და სამი 10 წლის ასაკის მოზარდი. მათ ძირითადად დაბეჟილობები აღენიშნებოდათ, ერთ მოზარდს წვივის მოტეხილობა აქვს.

გამოკვლევებისა და დახმარების გაწევის შემდეგ, ყველა მათგანი საავადმყოფოდან გაწერეს. ერთ-ერთი დაშავებული მასწავლებელი თბილისში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი