2016 წელს ავსტრალიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 30 წლამდე ქალების 76 პროცენტს, ყოველი ოთხიდან სამს, ონლაინ-ძალადობა რომელიმე ფორმით მაინც გამოცდილი აქვს. კიბერ-უსაფრთხოების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, “ნორტონის” გამოკითხვა სახელწოდებით “ონლაინ ძალადობა: ავსტრალიელი ქალების გამოცდილება” ძალადობის ფორმებს შორის ასახელებს: გინებას, მუქარას გაუპატიურებით, ცემით, მოკვლით; კიბერ-ბულინგს, არასასურველ კონტაქტს. ყოველი ოთხიდან ერთ ქალს მაინც აქვს მიღებული ძალადობის მუქარა. განსაკუთრებით ხშირად – სექსუალურ უმცირესობებს.

ონლაინ-ძალადობის შემთხვევების 66 პროცენტი მოდის სოციალურ მედიაზე, 22 – ტექსტურ გზავნილებზე და 17 – ელექტრონულ მიმოწერაზე. ყოველი მეხუთე ახალგაზრდა ქალი თავს დაუცველად გრძნობს, ამდენივე ამბობს, რომ ონლაინ-ძალადობა დეპრესიაში აგდებს.

გამოკითხულთა 5 პროცენტი აღიარებს, რომ ონლაინ-ძალადობის გამო თვითმკვლელობაზეც კი უფიქრია. 13-მა პროცენტმა სოციალურ ქსელებში ანგარიში გააუქმა, 5-მა პროცენტმა სამსახური, ან საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. 58 პროცენტი თვლის, რომ პოლიცია ონლაინ-ძალადობის ფაქტებს მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს.

მაია ქვარცხავა

წყარო: amerikiskhma.com

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი