მეტროში დანით შეიარაღებული მამაკაცი მგზავრებს  თავს დაესხა. ბოლო მონაცემებით, დაჭრილია 5 ადამიანი. მათ შორის ერთი სამართალდამცველია, ერთი კი პოლიციელი. 

ინციდენტი  თეირანის გარეუბანში , რეის მეტროსადგურზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გაფრთიხლების მიზნით, რამდენჯერმე ჰაერში გაისროლეს. 

თავდამსხმელი ამით არ შეშინდა, რის შემდეგაც პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

ჯერჯერობით მისი ვინაობა ცნობილი არ არის. გახმაურდა მხოლოდ ერთი დეტალი – ის 40 წლის იყო. გავრცელებული ვერსიით, მისი მიზანი სასულიერო პირზე თავდასხმა იყო, მოტივი უცნობია. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი