გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Times ოდესის ყოფილ გუბერნატორზე მიხეილ სააკაშვილზე სასტატიას აქვეყნებს – “სასწაულების შემქმნელის ნაცვლად, უკრაინამ მიიღო ვირუსი, რომელმაც უკრაინის პოლიტიკური სისტემა დააავადა”

სტატია სახელწოდებით – „რეფორმატორი, რომელიც უკრაინას არ სჭირდება“ Washington Times-ში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ გამოაქვეყნა.

როგორც სტატიის ავტორი წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც უკრაინაში პეტრო პოროშენკოს მიწვევით რეფორმების ჩასატარებლად ჩავიდა, სინამდვილეში “რევოლუციონერი” აღმოჩნდა.

“მას მხოლოდ საკუთარი ეგო და ძალაუფლების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს”, – წერს ავტორი.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ უკრაინას ახალი რევოლუცია აღარ სჭირდება, რადგან ის რუსეთს ებრძვის, რომელმაც უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია.

„როგორც ჩანს, სააკაშვილი მზადაა გააფორმოს კონტრაქტი ეშმაკთან და მიიღოს დაფინანსება ოლიგარქისგან, რომელსაც ზურგს კრემლი უმაგრებს. ის რუსეთისთვის სასარგებლო თამაშშია ჩართული და მეტიც, გამიზნულად თუ წინასწარი განზრახვის გარეშე ის გახდა ინსტრუმენტი უკრაინისთვის ძირის გამოსათხრელად”,- წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი.

სტატიის ავტორი ამბობს, რომ 2017 წლის უკრაინა არ არის 2003-2013 წლების საქართველო, სადაც სააკაშვილი ყველაფერს აკონტროლებდა.

“ის იყოს კარგი რეფორმატორი საქართველოში, რადგან ყველაფრის გაკეთება შეეძლო, რასაც მოისურვებდა და ფასს არაფრად დაგიდევდათ. უკრაინა ასეთი არ არის და არც უნდა იყოს. ორი რევოლუცია იმისთვის გამოვიარეთ, რომ ხელისუფლებაში ასეთი ძლიერი მმართველი არ მოსულიყო. ავტოკრატი რომ გვსურდეს, დიდი ხნის წინ დავნებდებოდით რუსეთს”, – წერს კლიმპუშ-ცინცაძე .

როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, უკრაინის ხელისუფლება უნაკლო არ არის, თუმცა ამას არაფერი აქვს საერთო სააკაშვილთან.

„უკრაინას სჭირდება ლიდერები, რომლებიც გამოსავალს იპოვიან, რომელთაც აქვთ ხედვა, რომლებსაც ენდობიან არიან პატრიოტები და მზად არიან ქვეყანას ემსახურონ და არა ადამიანები, რომელთაც მხოლოდ ქაოსი მოაქვთ, არა სააკაშვილი არ გამოდგება” – წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი