ირინა გოგოსაშვილი, ჟურნალისტი:

_ საქართველოში თუ რამ უკეთურება ხდება-ბერას ბრალია და არა მამამისის!
ვაააახ, მეგი გოცირიძემ გაიხაროს თავის ნაციონალებში, რაააა?
როგორც კი ამოაბოყინა -ბერასია ,,ბასიანიო”, ეგრევე ეკვეთა სპეცრაზმი და შელახა მავანთა კაიფი! (ჩემზე რომ ეთქვა, თავსაც არ შეიწუხებდნენ და სასაცილოდ არ ეყოფოდათ)
მადლობა მეგიი! აბა, კიდევ რას კრიშავს ბავშვი-მიდი გამოუშვი,იქნებ იმაზე ადრე გაბრწყინდეს იბერია ვიდრე სააკა ჩამოგივააა?

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მეგი გოცირიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კლუბი ,,ბასიანი” ბერა ივანიშვილის საკუთრებაა და პოლიციაც ამიტომ არ ინტერესდება იქ შექმნილი მდგომარეობით.

ბოლო დროს, თბილისში, კლუბური ნარკოტიკით რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ,,ბასიანში” იმყოფებოდნენ და ნარკოტიკიც ამ კლუბში  შეიძინეს. წუხელ, რამდენიმე კლუბში სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნარკობარიგები დააკავეს, რასაც კლუბის სტიუმრების წინააღმდეგობა მოჰყვა. კლუბის მფლობელებმა  ახალგაზრდებს საპროტესტო აქციისკენ მოუწოდეს. მათ აქცია პარლამენტის წინ ჩაატარეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი