ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი “ავერსის კლინიკის” მედიკოსს, ქეთევან ალავიძეს უპირისპირდება. მისი თქმით, ექიმმა ბავშვს სიცოცხლისთვის საშიში მედიკამენტი დაუნიშნა. ამის შესახებ ჟურნალისტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

,,ადამიანები როცა უპასუხისმგებლოდ იქცევიან, უნდა დაისაჯონ!!! უვიცი ექიმი როცა ხარ, პირდაპირ აწერ ხელს დანაშაულს!!! თანხმდები შენი სიშტერით პატიენტის მკვლელობას!!! მადლობა ღმერთს, მე გადავრჩი, როგორ, არავინ იცის, შემთხვევით… “ავერსის კლინიკის” ექიმმა ბავშვს დაუწერა დასკვნა, რომ კონკრეტულ მედიკამენტზე არ იყო ალერგიული. გადავამოწმეთ შემთხვევით და კატეგორიულად აკრძალულია ამ წამლის გაკეთება, სრულიად ალერგიული აღმოჩნდა.

ქეთევან ალავიძე❗ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს, რომ ვინმე არ გააუბედურო. თეთრი ხალათი მარტო ფულის კეთებას არ ნიშნავს!

კარდაკარ ვივლი, ყველას გავაგებინებ, რომ “ავერსის კლინიკას” არ გაეკარონ სანამ მანდ იმუშავებ. ყოველ კვირა გადავამოწმებ, კართან დავდგები რომ ვინმე არ დაღუპო.

აწი, გაიდლაინები კარგად გადაახვიეთ. შევხვდებით იქ, სადაც საჭიროა… Nino Mamaladze Tata Gamkrelidze მანდაც მოვალ, უსწავლელი ექიმები უნდა წავიდნენ!”, – წერს გიგლა თუმანიშვილი სოციალურ ქსელში.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი