საზოგადოება

ზუგდიდში მღელვარებაა – ღვთისმშობლის წმინდა კვართი სამეგრელოდან მიაქვთ!

,,ქართველებო, დებო და ძმებო!

რამოდენიმე დღეა სამეგრელოს მოსახლეობა მღელვარებამ მოიცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი შესამოსელის- ღვთისმშობლის წმინდა კვართის სამეგრელოდან და შემდეგ საქართველოდან (და ვინ იცის სად) შესაძლო ტრანსპორტირების შესახებ. წმინდა შესამოსელმა, რომელიც ჩვენს ქალაქ ზუგდიდს და სრულიად საქართველოს გვიცავდა ყოველი განსაცდელისგან, შეიძლება დაგვტოვოს.
სიმშვიდე დაკარგა დიდმა და პატარამ, რადგანაც ამ კუთხეს აქვს იმისი დიდი გამოცდილება – რაც კი სხვადასხვა დროს აქედან სიწმინდეები წაუბრძანებიათ, უკან არც ერთი არ დაბრუნებულა. გაყიდეს ან ვიღაცას აჩუქეს ან ვიღაცამ მიისაკუთრა.
ორიათასწლოვანი წმინდა შესამოსელის ტრანსპორტირებაც, როგორც ჩვენ გვითხრეს, არ არის მიზანშეწონილი.
ზუგდიდელებო, ჩვენი გულმხურვალე ლოცვით შევთხოვოთ დედაღვთისას, არ მიგვატოვოს და ხელი ააღებინოს მავანთ თავიანთ ბინძურ ზრახვაზე.
გთხოვთ, ერთად დგომით, სიმშვიდით და ლოცვის ძალით, ვაიძულოთ ეშმაკი ძალა, გადაიფიქროს თავისი მზაკვრული გადაწყვეტილება. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი შესამოსელის- წმინდა კვართის მადლი და ძალა. ამინ.” _ სოციალურ ქსელში ამ პოსტს აქვეყნებს ერთ-ერთი ზუგდიდელი გია ჭიჭონაია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close