ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა ,,არჩევანში” ნარკოლიბერალიზაციის უარყოფით ასპექტებზე ისაუბრა. მან გაიხსენა სააკაშვილის მმართველობის პერიოდი და თქვა, რომ მკაცრი პოლიტიკის დროს, ნარკომანობა და ძველბიჭობა პოპულარული არ იყო.
ზაზა სვანაძე:
  _ სააკაშვილის დროს, მიუხედავად შეცდომებისა, გადაცდომებისა, პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემებისა, იყო ის მომენტი, რომ მკაცრი პოლიტიკის პარალელურად, არაპოპულარული გახდა ნარკომანია.  მე მახსოვს, რომ სპორტსმენების პოპულარობა წამოვიდა, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა…
 მე სააკაშვილის ხელისუფლებას ვებრძოდი, განსხვავებით ბევრი სხვა ადამიანისგან. იყო ის პლუსი, რომ სადარბაზოში, შპრიცებს ვეღარ ვხედავდით. თუმცა, სამწუხაროდ, ეს იყო მკაცრი ნარკოპოლიტიკის დამსახურება. ამაში იყო წვლილი ის, რომ პროპაგანდა წამოვიდა ჯანსაღი ცხოვრების წესის და ძალიან გთხოვთ, ეს გავმიჯნოთ.
 შეცდომები იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნარკომანობა, ძველბიჭობა მაინც იყო არაპოპულარული. რუსთავი 2-იც ასეთ ადამიანებს არ უკეთებდა პიარს და გვახსოვს გადაცემები გრეჩიხების წინააღმდეგ, სააკაშვილი გამოდიოდა, ვაკის კონკრეტული ელიტა ამ სიტყვებით… სტიგმა იყო პირდაპირი და ხელისუფლებამ, სახელმწიფო მანქანამ, ძალიან მკაცრი პოლიტიკა გამოიჩინა მიუხედავად პლუსებისა ნარკომომხმარებლების მიმართ და ამას ვერ უარვყოფთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი