მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგის განცხადება:

,,მინდა გამოვეხმაურო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჯერ იყო და ამას წინათ ამ სასამართლომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაღმდეგ მიიღო ანტიეკლესიური გადაწყვეტილება-მან ფაქტიურად გაუქმა კონგორდატის ერთერთი მუხლი, ეს არ იკმარა და ახლა მიიღო ანტისახელმწიფოებრივი კანონი მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ და ამით საშვილთაშვილო დანაშაული ჩაიდინა.

 საერთოდ, ჭეშმარიტი სამართალი და კანონიერი დადგენილებები სათავეს იღებს ბიბლიური, სახარებისეული, ღვთივდადგენილი ზნეობრივი ნორმებიდან, სადაც ადამიანს მცნებად მიეცა არა კაც კლა, არა იმრუშო, არა იპარო და ასე შემდეგ და ეს იქცა კანონად. ცხადია, ეს აკძალვები ვერ მოსპობს სრულად ამ ყოველივეს და არც თითოეული ჩვენთაგანია დაზღვეული ცოდვისაგან, მაგრამ მინიმუმ ღვთის წინაშე გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას დანაშაულისა და ცოდვისადმი, რომ ადამიანი ერიდოს ამ ყოველივეს და სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს აღმართული თავისი სამართლიანი მახვილი, ამის ნაცვლად როცა სახელმწიფო ცოდვას აკანონებს, როგორც ზნეობრივი ნორმას, ეს დანაშაულია ღვთისა და ერის წინაშე. ჩვენი დუმილი კი დანაშაული ჩვენი მომავალი თაობების წინაშე.

 მე, როგორც მართლმადიდებელი მღვდელთმთავარი ღვთისმოწყალებით, მისი უზენაესი საყდრისა და საკურთხეველის წინაშე მდგომელი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ -ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და შესაძლო-მათ უკან მდგომმა პირებმა არ შეინანეს და თავისი ხელით არ გაუქმეს ეს უკანონობა-ღვთის სასჯელი არ დააყოვნებს მათზე და თუნდაც ერზეც, რომელიც უკვე ყოვლის შემგუებელი გახდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი