ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს.

მეგის ქარდავას მამა ამბობს, რომ ყველა დანაშაული, რომელსაც მის შვილს ედავებიან მონაგონი და ჭორია.

სერგო ქარდავას განმარტებით, ის ამ დროისთვის გალში იმყოფება და შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიიდან შეიტყო. სერგო ქარდავას განცხადებით, მისი შვილი ოჯახს ეკონტაქტებოდა, თუმცა რომელ ქვეყანაში იყო გაქცეული არ უმხელდა. დაკავებილის მამა ამბობს, რომ შვილი ბოლოს ხუთი წლის წინ ნახა, როცა ის ქვეყანას ტოვებდა.

ქარდავას ბრალი ედება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი