ალბათ ყველასთვის საინტერესოა იმ ქალაქის ისტორია, რომელშიც ვცხოვრობთ, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ახალი რუბრიკის წერა, რომელშიც მოგითხრობთ თბილისის უბნების შესახებ.

პირველი უბანი (რაიონი), რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ, ეს არის ვაკე. ვაკე ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ საცხოვრებელ ადგილად ითვლება. საინტერესოა, რას წარმოადგენდა ის ერთი საუკუნის უკან. მოდით,  დავბრუნდეთ წარსულში.

ახლანდელი ვაკის ადგილას იყო ტყე, რომელშიც თბილისელები მელიებზე და ტურებზე ნადირობდნენ. პირველად ვაკეში აშენდა თავადაზნაურთა სასწავლებელი (ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი), ვინაიდან და რადგანაც, აქ მიწის ნაკვეთები ძალიან იაფი ღირდა. ამას თავადაზნაურების დიდი პროტესტი მოჰყვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც აშენდა უნივერსიტეტი.

მე-20-ე საუკუნის დასაწყისში აქ აშენდა მეორე შენობაც. ეს იყო სასულიერო გიმნაზია (შემდეგ მე-9-ე საავადმყოფო). შეიძლება ითქვას, რომ მე-20-ე საუკუნის 20-იან წლებამდე ვაკეში მხოლოდ ორი შენობა იდგა.

ვაკე 1907 წელს შემოუერთდა თბილისს. მან მალევე მოიხვეჭა სახელი, როგორც პრესტიჟულმა რაიონმა, რადგან ვაკე საცხოვრებლად მაშინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ არჩია. აქ 1947 წელს გაშენდა ვაკის პარკი. ცოტა მოგვიანებით, 1982 წელს კი – ბავშვთა ქალაქი ,,მზიური”. ამჟამად ვაკე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დასახლებულ რაიონს თბილისში.

ნეკა ნათელაშვილი

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი