ემზარ პაქსაძე, ადვოკატი:

_ 2011 წელი იყო როგორც მახსოვს, ზუსტად არ ვიცი ვისი მოწვევით, მაგრამ მონაწილეობას ვღებულობდი ადვოკატებისათვის განკუთვნილ ტრენინგში: საპროცესო შეთანხმების დადებითი და უარყოფითი მხარეები ქართულ მართლმსაჯულებაში (გვიტარებდნენ ქალბატონი რენატა ვინტერი, სიერა-ლეონეს სპეციალური საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე და მეორე ქალბატონი, რომლის სახელიც არ მახსოვს). ჯგუფებად დაყოფის შემდეგ ,,გავჭედე” და რადგან განსხვავებული დამოკიდებული მქონდა, ყველასგან ვითხოვე, რომ მე წარმედგინა პრეზენტაცია.
პრეზენტაცია იყო შემდეგი:

ჩემთან მოვიდა უკვე დაკავებულის ნათესავი და მეუბნება, რომ მისი ახლობელი დაიჭირეს და როგორ მოიქცეს? მე ვპასუხობ:
1. თუ უკვე დაკავებულია, საპროცესო შეთანხმების გაფორმების გარეშე მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, ოღონდ გაითვალისწინეთ:
ა) აღკვეთი ღონისძიების განხილვისას მას ყველა ვარიანტში განუსაზღვრავენ იმ ღონისძიებას, რომელსაც მოითხოვს პროკურორი (პროკურორის შუამდგომლობა კმაყოფილდებოდა 99,96%, ანუ ჩემი როგორც ადვოკატის შანსი იყო 0.04%);
ბ) ამის შემდეგ არსებითი განხილვისას ასევე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შანსი იყო 99.94% ანუ ჩემი როგორც ადვოკატის შანსი გაიზარდა 0.06%);
იხილეთ http://factcheck.ge/…/chven-gvakhsovs-rotsa-0-1-protsenti-…/
გ) ნულოვანი ტოლერანტობის და სასჯელთა შეკრებების წესის გამო თითქმის ნებისმიერ დანაშაულზე მინიმუმ 10 წელს მიიღებდა ესეთი მებრძოლი პირი. (მახსოვს ერთი განაჩენი ვნახე, როგორ შეკრიბეს ფინანსურ საქმეზე თითოეულ გამოწერილ ანგარიშ ფაქტურაზე (4 წელი) და როგორ განუსაზღვრეს 296 წელი (ნუ საბოლოოდ 25 წელი მისცა, მაგრამ მოსმენა ხომ უნდა, რომ 296 წელი მოგისაჯეს;
დ) ვთქვათ და კიდევ არ გატყდი და ბრძოლას აგრძელებ:
ე) მაშინ ასევე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდებოდი ისეთ პატიმრებთან, რომლებსაც ჰქონდათ ღია სახის გადამდები დავაადებები (ტუბერკულიოზი, შიდსი და სხვა) და შესაძლებელია, რაგინდ ჯანმრთელი ყოფილიყავი, შეიძლება ფატალურად დასრულებულიყო შენი მდგომარეობა. მოკლედ, ამის შემდეგ სამი გზა არსებობდა ციხის დატოვების:
ა) ე.წ. აქტიროვკა (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა აქაც ე.წ. სიკვდილის ექსპორტი ხორციელდებოდა http://www.interpressnews.ge/…/165321-sasjelaghsrulebis-sam…
ბ) ე.წ. უდოს კომისია, რომელიც იმ პერიოდში თითქმის უფუნქციო იყო https://www.radiotavisupleba.ge/a/2266635.html ;
გ) შეწყალება, სადაც სიებს ისევ პროკურატურა ადგენდა (ან ზოგჯერ საპატრიარქო, თუმცა აქაც ერეოდნენპროკურატურის თანამშრომლები)
შესაბამისად, თუ ერთხელ მოექცეოდი ამ კრიტერიუმებში, ერთადერთი გზა რჩებოდა, გაგეყიდა ყველაფერი და პროკურატურასთან გაგეფორმებინა საპროცესო შეთანხმება;

ჩემი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სამარისებული სიჩუმე და ქალბატონ რენატას სიტყვები, ეს არ იყო ადვოკატის სიტყვები, ეს იყო შეწუხებული ადამიანის სიტყვებიო და ტაში დამიკრა;

რატომ მოვყევი ეს ფაქტი: აღნიშნული სტატუსით მინდა გამოვეხმაურო შეწყალების კომისიის და სხვა პირების კომენტარებს;

მთავარი პრობლემა და გამოწვევა კვლავაც რჩება ის, რომ დღეს სასამართლო არ განსაზღვრავს სასჯელს და ამის შემდეგ ბუნებრივია, რომ ადამიანებს (პრეზიდენტს, შეწყალების კომისიის წევრებს, პარლამენტარებს) უჩნდებათ სურვილი, რომ მათ აღადგინონ სამართლიანობა;
ამ კონტექსტში გაკვირვებული დავრჩი ელისაშვილის კომეტარით, რომ თურმე ირაკლი ქორიძე იმიტომ შეიწყალეს, რომ უდანაშაულო იყო http://liberali.ge/…/elisashvili-irakli-qoridzis-shetsyaleb…;

ასევე პრეზიდენტის კომენტარი, რომ https://www.youtube.com/watch?v=rlgUIHDFYnM
რომ შეწყალების საფუძველი გახდა დაზარალებულის განცხადება შერიგებაზე;

ბუნებრივი მე ძალიან შორს ვარ იმ მოსაზრებისაგან, რომ შეწყალების აქტი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით უნდა გამოვიყენოთ ცივილური სამყაროს მიერ შექმნილი წესი და მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო კონტროლის მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს მისი განსაზღვრა. ასევე, განსაზღვრული სასჯელში ცვლილებები;

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი