დაახლოებით 2 კვირის წინ rushmore motorcycle club ის მიერ დაიგეგმა საქველმოქმედო აქცია ძეგვის თავშესაფრის დასახმარებლად. დედების ფონდი ჩაერთო საქველმოქმედო აქტივობაში და მთელი კვირის მანძილზე აგროვებდა ნივთებს. ძალიან სწრაფად მოხერხდა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და პროდუქტის შეგროვება. ძეგვის თავშესაფარი მცხეთაში მდებარეობს, სადაც 78 ბენეფიციარი ცხოვრობს, მათ შორის მარტოხელა დედები, ხანდაზმულები და მცირეწლოვანი ბავშვები. დედების ფონდი კვლავ აგრძელებს ნივთების მობილიზებას სხვა თავშესაფრების და ოჯახების დასახმარებლად.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი