დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ექიმმა დაადასტურა. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი 41 წლის იყო.

როგორც ექიმმა განაცხადა, სპეცრაზმელს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შემოსვლის მომენტში და მკურნალობის პერიოდში იყო კრიტიკული, უკიდურესად მძიმე. გამოხატული იყო ქალა ტვინის მძიმე ტრამვა,“ – აღნიშნა ექიმმა.

ამ დროისთვის, სხვა სპეცდანიშნულების წარმომადგენლების კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი