გავრცელებული ინფირმაციით ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ექს ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს. როგორც ამბობენ, ის ქვეყნიდან გასვლას აპირებდა.

სანდო წყარო გვატყობინებს იმასაც, რომ აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს და საზღვარზე არ გაუშვეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.

აღსანიშნავია, რომ ორივე ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, ქუმსიშვილი და ალავიძეც სხვა პირებთან ერთად იმ კორუფციული სქემის მთავარი ფიგურანტები არიან, რომელიც ყოფილი პრემიერის სახელს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ზურაბ ალავიძე მოხსნეს იმ კორუფციული სკანდალების გამო, რომლის თაობაზეც ოპოზიცია და მედია დიდ ხნის განმავლობაში საუბრობდა. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით ალავიძის სისტემაში ადგილი ჰქონდა სისტემურ კორუფციულ ჯაჭვს. არანაკლები კორუფციული ჯაჭვები გამოვლინდა ქუმსიშვილის შემთხვევაში და მისი სახელი არაერთ სკანდალს უკავშირდება.

წყარო: 2020NEWS.GE

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი