ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:
 _ მაინც რა არის ეს საყდრისი, დალოცვილი, ყველას ხსნის ნიღაბს და თვალდაბინდულებს ცხადად წარმოუდგენს ვინ ვინ არის და ვინ ვისთანაა შეკრულ-ჩახუტებული. უკვე აღარ არსებობს, აფეთქებული და განადგურებულია, მაგრამ არ ეშვებიან – “საყდრისის გადასარჩენად ერთიანდებიან”. აფეთქებული და განადგურებული გადასარჩენად როგორ უნდა დაიცვან, ვინმე ხომ ვერ მეტყვით? აღარ ვიცი, ამაზე გავიცინო თუ ვიტირო. აღარ მოვყვები იმაზე საუბარს, აფეთქებამდე კრინტს, რომ არ ძრავდდნენ საყდრისის გადასარჩენად…

ბოდიშს ვიხდი ჩემს ფეისბუქმეგობრებთან და გულის ამრევია ერთიანობა დანაშაულებრივი “ნაცმოძრაობის” გარშემო. დღეს ისე ლაპარაკობენ ქვემო ქართლის მოწამვლასა და ასევე დანაშაულებრივი “არემჯი გოლდის” საქმიანობაზე, გეგონება ეს პროცესი დღეს დაიწყო და არა წლების წინ; გეგონება მე წავართვი 2004-ში სახელმწიფოს “მადნეული”, ორი წელი მე ვმალავდი გადასახადებს და გეგონება “მადნეულის” ფულით “მადნეული” მე ვიყიდე და არა “ნაცმოძრაობამ”.

შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, რა როგორ გადაყიდეს და ვის რა მიყიდეს, ამაზე დოკუმენტაცია არ მინახავს და ალბათ, კარგად ხანს ვერ ვნახავ.

ძალიან მარტივად მოგვარდება პრობლემები, თუ მთავარი პროკურატურა თავის საქმეს სინდისიერად შეასრულებს. თაროდან ჩამოიღონ გარემოს დაცვის სამინისტროს მეირ გადაგზავნილი დოკუმენტაცია და გამოძიება გააქტიურონ. ძალიან მარტივად მოგვარდება პრობლემები, მაგრამ ამას დღემდე არ აკეთებენ.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი