გიორგი გიუაშვილი, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან:

_ სიმართლის შეგრძნება დაკარგულ ადამიანებს მოგმართავთ!

ვინც ივანიშვილის ღვაწლზე გიჟდებით და სიამაყით აღნიშნავთ, თურმე როგორ დენდროლოგიურ პარკს გვიშენებს და ჩვენ კიდევ, რა უმადურები ვართ, რომ ვერ ვაფასებთ სათანადოდ.

რა დენდროლოგიური პარკი, რის პარკი!? ვის გაუგია პარკის აშენება 50-100  ხით. ნამდვილ პარკში ათასობით ხე უნდა იყოს დარგული და გაზრდილი. შემოეტანა საზღვარგარეთიდან ამ ”ოჯახაშენებულს” სხვადასხვა ჯიშის 20-25 წლის ნერგები და გაეშენებინა ნამდვილი დენდროლოგიური, უიშვიათესი პარკი, რომელიც იარსებებდა მინიმუმ 250-300 წელი და ისტორიაში შევიდოდა მისი სახელიც.

ეს უბადრუკი ერთი ადგილიდან გლეჯავს, თხრის ხეებს და თავის ეზოში გადააქვს გადაბერებული, ”გადაღრძუებული” 250 წლის ხეები, რომლებსაც დაწყებული აქვთ ბუნებრივი კვდომა. ეს პარკი ფაქტიურად იარსებებს მანამ, სანამ ივანიშვილი ცოცხალია. ამბობენ, ეხუტება ამ გიგანტურ ხეებს, რათა ენერგეტიკა მიიღოს, ანუ ”იზოთერიკულ ხოშს” ისწორებს!

P.S. ფაქტიურად ახალი და წარმატებული არაფერი იქმნება, თუმცა დიდი ზიანი ადგება ბუნებას, ეკოლოგიას, უხერხულობა ექმნება მოსახლეობას გადაკეტილი გზებისა და კომუნიკაციების სახით. ამ ყველაფერში მილიონობით ლარს ხარჯავს ეს ”ოჯახაშენებული”. არადა, რამდენ რამეს დაპირდა გაუბედურებულ ხალხს და გადააგდო. აღარაფერს ვწერ ჩამოშლილ სახელმწიფო ინსტიტუციებზე, რაზეც თვალს ხუჭავენ, ხელსაც უწყობენ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი