დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ჩაატარა გამოძიება, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ათასობით არასრულწლოვანი სოცქსელების პირად შეტყობინებებში ერთმანეთს შიშველ ფოტოებს უგზავნის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, ინგლისსა და უელსში, პოლიციელებს ჩატში დაახლოებით 400-მდე ბავშვი ელაპარაკებოდა – უმეტესობა 12-წლამდელები.

ყველაზე პატარა, რომლის ე.წ. სექსტინგის საქმეს პოლიციელები გამოძიების არქივში ინახავენ, 5 წლის ბიჭია დარემის საგრაფოდან. მან 11 წლის მეგობარს თავისი შიშველი ფოტო რამდენჯერმე გაუგზავნა.

2013 წლიდან მოყოლებული, “სექსტინგში” 4 000-მდე 13-14 წლის ბავშვი შეინიშნა.
პოლიცია აღნიშნავს, რომ ბავშების უფლებები დაცულია და ისინი “არასრულწლოვნების კრიმინალიზაციით არ არიან დაკავებულები”, – განაცხადეს ინგლისელმა უფლებადამცველებმა.

დიდ ბრიტანეთში აკრძალულია 18 წლამდე ადამიანის სექსუალური ხასიათის ფოტოს შენახვა ან გავრცელება, მათ შორის საკუთარი თავის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი