საქართველოს პარლამენტის დელეგაცია რუსეთშია. ფრაქცია მოსკოვში სათათბიროს დეპუტატებთან გამართავენ მოლაპარაკებას. ქართველი დეპუტატები შეხვედრებს ხვალიდან იწყებენ, თუმცა ვისთან აქვთ დაგეგმილი პირველი მოლაპარაკება, ირმა ინაშვილი არ აკონკრეტებს.

დეპუტატი ამბობს, რომ მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის ინიციატორი „პატრიოტთა ალიანსია“. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისა და საქართველოს პარლამენტარებს შორის დიალოგი მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ასევე განმარტა, რომ რუსეთში ვიზიტი აგენტობას არ ნიშნავს.

„აუცილებელია, დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი. ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია საპარლამენტო ტრიბუნიდან, არასაპარლამენტო ტრიბუნებიდან, რომ ეს უნდა იყოს პირდაპირი დიალოგი პარლამენტის წევრებს შორის, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და რუსეთის დუმის წევრებს შორის. დიალოგი იმაზე, რა შეიძლება გამოდნეს ამ ურთიერთობებიდან, როგორ შეიძლება, გადატყდეს ეს, რაზე შეიძლება წამოვიდეს რუსული მხარე. არ არის საჭირო დაკომპლექსებული აზროვნება, რომ იქ არ უნდა ჩავიდეთ, არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ მერე გამოგვაცხადებენ აგენტებად, მაპატიეთ, მაგრამ აგენტი ის არის, ვინც ხელს უშლის ამ პოლიტიკურ დიალოგს,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ოპოზიციური პარტიის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ არ იცის, რა გეგმები აქვს „საქართველოს პატრიოტთა ალიანს”, იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ ისინი არ არიან უმრავლესობის წარმომადგენლები.

რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი