საზოგადოება

WELT.DE: საქართველო – კორონავირუსთან ბრძოლის სანიმუშო სკოლა

ცხოვრება საქართველოში მოგვაგონებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს. ტემპერამენტით ცნობილი ადამიანები უფრო მეტად გარეთ არიან, კარგად იკვებებიან და უყვართ ზეიმი. იზოლაციის ღონისძიებები აქაც ისეთივე მკაცრი იყო, როგორც იტალიაში – თუმცა შედეგი სრულიად სხვანაირია.

ამ თემაზე ავტორიტეტული გამოცემა WELT.DE პაველ ლოკშინის სტატიას აქვეყნებს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია გაცილებით დადებითია: რუსეთი, ერთი თვის დაგვიანებით დადგენილ კარანტინშია, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო უარს აცხადებს კარანტინზე – ეკონომიკური კრიზის საფრთხის გამო. თურქმენეთისა და ტაჯიკეთის შუააზიური ავტოკრატია საფრთხეს სრულიად გამორიცხავს. იქ დღემდე კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა – ოფიციალური მონაცემებით. თუმცა, სწორედ პატარა საქართველო ებრძვის სამწუხარო ტრენდს. პანდემიას კავკასიური რესპუბლიკა შესანიშნავად უმკლავდება.

ქვეყანაში 610 კოვიდ ვირუსით ინფიცირებულია და ცხრა გარდაცვლილი – ამრიგად ის ეპიდემიის „პლატოზეა“, – აღნიშნავს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

ეს შედეგი, გარკვეულწილად, გეოგრაფიულ მდებარეობას შეიძლება მივაწეროთ, ვინაიდან მისი ორი მჭიდრო მეზობელი ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით საქართველოს კორონას რეგიონალური ცხელი წერტილი – ირანი არ ესაზღვრება. თუმცა, პოზიტიური მაჩვენებელი ასევე განპირობებულია პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას დაქვემდებარებაში მყოფი მმართველობის კრიზისის მენეჯმენტით – ასევე ქართველების კრიზისგამძლეობაზე. როგორ შეძლო განვითარებადმა ქვეყანამ, რომლის მშპ ერთ პირზე 4300 ევროს შეადგენს, ასეთი დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება?

„მთავრობის მხრიდან ჩარევის დრო გადამწყვეტი იყო“, – აცხადებს ქართველი პოლიტოლოგი ბიძინა ლებანიძე, მაღალი რანგის ანალიტიკოსი ქართული პოლიტიკის ინსტიტუტში, ანალიტიკური ცენტრი თბილისში და იენის უნივერსიტეტის მკვლევარი. თუ გადავხედავთ შეზღუდულ რესურსებს, ქვეყანამ გაცილებით ადრე მოახდინა რეაგირება, ვიდრე ევროპამ. რადიკალური ღონისძიებები, რომლებიც გატარდა, სამწუხარო აუცილებლობას წარმოადგენდა: სრულიად საქართველოში, სადაც 3,7 მილიონი მაცხოვრებელია, 2000 ინტენსიური საწოლი და 600 სასუნთქი აპარატია.

ინფექციის გამოვლენის პირველ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველომ ჩინეთთან ფრენები შეწყვიტა და თვითმფრინავებში ახორციელერბდა ტემპერატურის გაზომვას. მაშინ, როდესაც გერმანიამ სკოლები ინფექციის პირველი გამოვლენიდან 50 დღის შემდგომ დახურა, საქართველომ ეს შვიდ დღეში გააკეთა. ინფექციის პირველი გამოვლენიდან სამ კვირაში აიკრძალა მიმოსვლა რეგიონებს შორის, 34 დღეში გამოცხადდა კარანტინი.

ქართველები იცავენ იზოლაციის წესებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ცნობილია კულტურით, რაც ხმელთაშუა ზღვის ევროპის ქვეყნების ტრადიციებს მოგვაგონებს. ცხოვრება, როგორც წესი, გარეთ მიმდინარეობს, სახლში სიამოვნებით მასპინძლობენ, ხოლო ღვინოს მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად სვამენ მაშინაც კი, როდესაც ახლობლების სასაფლაოზე მიდიან. ტემპერამენტიანი ქართველები იცავენ პირბადის ტარების წესს. კარანტინის დარღვევისას 860 ევრო ჯარიმაა დაწესებულლი კერძო პირებისათვის, ხოლო 4000 ევროზე მეტი საწარმოებისათვის.

Related Articles

Back to top button
Close