პოლიტიკა

რატომ არის შალვა ნათელაშვილი ძლიერი პოლიტიკოსი _ ,,ხე ნაყოფით იცნობა და პოლიტიკოსი-მისი პროგნიზებით”

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:
_ ტრაბახი არაა თუ ფაქტებით ვიტყვი, რაოდენ ძლიერი პოლიტიკოსია შალვა ნათელაშვილი. იმდენად წინ უსწრებს ანალიზით და პროგნოზით მოვლენებს, რომ კონკრეტულ დროს, მისი მოსაზრებები და განცხადებები არაპოპულარულიც კია.
ბოლო სამს გაგახსენებთ.
1. სრულიად პროპორციულ სისტემაზე ათი წლის წინ დავიწყეთ საუბარი და მთელი პოლიტიკური სპექტრი პოზიციან_ ოპოზიციანად თავს გვესხმოდა. კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ (რომელიც მაშინ ოცნებობდა, პარტიების ერთ-ერთ შეხვედრაზე მითხრა, ვერ ეღირსებით ლეიბორისტები მაგასო (ზუსტად ამ ტერმინოლოგიით. ძალიანაც ვეღირსეთ, თან ყველა იმ ხალხთან ერთად, ვინც მაშინ ცინიკურად და ამრეზით გვიყურებდა.
2. ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგება საქართველოში. 8 წლის წინ, სწორედ შალვა ნათელაშვილმა გაახმაურა პირველად იქაურ პოლიტ ელიტასთან, ამაზე და მას მერე მუდმივად ვიმეორებდით, უამრავი თავდასხმის მოგერიება და წყევლა-გინების მიუხედავად. დღეს ბევრი მოვიდა ამ აზრზე, ისე, რომ არც იხსენებენ ამ საკითხის  ინიციატორის ავტორს. ეგეც არაფერი. მთავარია, რომ ამ საქმეს კარგი პირი უჩანს.
3.თურქეთის ამბიციები და ინტერესები ამიერკავკასიაში შემოსვლაზე. ამაზეც რამდენიმე თვის წინ არაერთხელ გაკეთდა განცხადებები, ასე იქნება და შევემზადოთო. პასუხი? სტრატეგიულ პარტნიორს გვიმტერებთო… აქაც მართლები აღმოვჩნდით, ისე, როგორც ბევრ სხვაში, რომლის გახსენებაც უბრალოდ, მეზარება…
   ჰოდა, იმის თქმა მინდოდა… ხე ნაყოფით იცნობა და პოლიტიკოსი კიდევ, მისი პროგნიზებით, ანალიზის უნარით და ნაბიჯებით…
    როგორც ცხონებული ჯაბა იტყოდა, პოლიტიკოსობა ლობიობანა არაა და არც დიდი ფულის ქონას ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close