ფოტომასალა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოვიპოვეთ, იმის თვალსაჩინო დადასტურებაა, თუ როგორ ლახავს მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებულ კანონებსა და გადაწყვეტილებებს. კანონის დარღვევა, წესით, დასჯადია, მაგრამ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან, დავით  სონღულაშვილს, ამ ფოტოებზე აღბეჭდილი დარღვევებისთვის არავინ დასჯის. აი, სხვა საარჩევნო სუბიექტების მიმართ კი, სიღნაღის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უცებ ამოქმედდება.

ახლა იმის შესახებ მოგახსენებთ, რა წერია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილების ლინკი იხილეთ აქ):

,,4) ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგიულებში საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო მასალის მაქსიმალური რაოდენობა ერთ საარჩევნო სუბიექტზე განისაზღვროს , ადგილის ფართობის გათვალისწინებით, არაუმეტეს 10 ცალით”.

ერთ-ერთ ობიექტზე  ერთად, გვერდი-გვერდ გაკრული 46 სონღულაშვილის პლაკატიც კი დავითვალეთ, როცა საკრებულოს გადაწყვეტილება გვეუბნება, რომ მაქსიმუმი რაოდენობა არის 10 ცალი.

ანუ რა გამოდის, მმართველი პარტია თავად წერს გადაწყვეტილებებს და თავადვე თელავს დიდოელის ნაბადივით?!

.

.

 

კომენტარები