„პანდემია დასრულებისგან შორს არის, ჩვენ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა და ბევრი საქმე გვაქვს. მე კვლავ მოვუწოდებ მსოფლიოს სოლიდარობისკენ და ეროვნული ერთობისკენ, რათა დავუპირისპირდეთ ამ პანდემიას, მაგრამ ასევე აღვკვეთოთ სხვა პანდემიებიც და ავაშენოთ უფრო ჯანსაღი, უსაფრთხო სამყარო ყველასთვის და ყველგან. ეროვნული ერთობა გლობალური თანადგომის საძირკველია. თანადგომა, თანადგომა, თანადგომა – აი, ამას გავიმეორებთ ყოველდღე. თუკი ჩვენ არ ვიქნებით ერთიანნი, ვირუსი ჩვენს შორის ნაპრალებიდან გაჟონავს და ქაოსს შექმნის. ადამიანები დაიღუპებიან. ჩვენ ამ ვირუსს დავამარცხებთ მხოლოდ ერთიანობით ეროვნულ დონეზე და სოლიდარობით გლობალურ დონეზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

 

 

კომენტარები