სკანდალი! არჩევნების გაყალბების პროცესი დაწყებულია… _ რა ხდება სიღნაღის საარჩევნო უბნებში (გაშიფრული სია)
,,არჩევნები, არჩევნებამდე ყალბდება” _ ეს ცნობილი ფრაზა სიმართლეს მოკლებული არ არის. თუ 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მდგომარეობასა და ჩვენს ხელთ არსებულ ფაქტებს გადავხედავთ, სახელისუფლებო სტრუქტურებში გაყალბების პროცესი უკვე დაწყებულია. 1 ოქტომბერს, სიღნაღში, ნაციონალურმა მოძრაობამ, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ აქცია გამართა და კომისიის ხელმძღვანელებს პასუხი მოსთხოვა იმ მდგომარეობისთვის, რაც ამ ოლქის უბნების კომისიებში ხდება.
euronews.ge სიღნაღის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი ბაბაკიშვილს დაუკავშირდა.
გიორგი ბაბაკიშვილი:
_ სანამ საუბნო კომისიების პირველი სხდომა ჩატარდებოდა, ჩვენ ჩაგვივარდა ხელში იმ პირთა სია, რომელთაც უპირებდნენ სიღნაღის ოლქის ოცდათხუთმეტ უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებად, მოადგილეებად და მდივნებად დანიშვნას. იქ ისეთი გვარები აღმოვაჩინეთ, რომ სასწრაფოდ მივწერეთ საოლქო კომისიას და ვთხოვეთ, მოეხდინა რეაგირება, რათა ეს ადამიანები არ აერჩიათ აღნიშნულ თანამდებობებზე.
_ რა გვარები ეწერა ამ სიაში?
_ თითქმის ყველა საუბნო კომისიაშია ჩასმული ჰყავთ მიკერძოებული ხალხი, მაგრამ მე რამდენიმე ფაქტს გეტყვით. ქვემო მაღაროს 26-ე უბანის კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს ქალბატონი, რომელიც გახლავთ სიღნაღის საკრებულოში, ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის დედა. ფაქტია, იგი ვერ იქნება ნეიტრალური და ოცნების ინტერესებს გაატარებს.
სიღნაღის #1 უბნის თავმჯდომარე, ნანა ივანიძე, ა.ა.ი. პ.-ის თანამშრომელია. მისი მოადგილე, გიორგი შარმიაშვილი, გამგეობის თანამშრომლის მამაა. ამავე უბნის მდივანი, ნელი ფოლადაშვილი- ა.ა.ი.პ-ის თანამშრომელი გახლავთ.
სიღნაღის #2 უბანის თავმჯდომარე ვანო აბრამიშვილი არის გამგეობის თანამშრომელი, ამავე უბნის მდივანი ლაურა ღვინიაშვილი კი ა.ა.ი.პ.-ის თანამშრომელია.
ანაგის #4 უბნის თავმჯდომარე ნინო საგინაშვილი ოცნების აქტივისტია, მოადგილე მანანა ილაშვილი- სკოლის პედაგოგი.
ვაქირის #5 უბნის თავმჯდომარე ლია ნანობაშვილი საჯარო სკოლის ბუღალტერია, მდივანი ჟუჟუნა შავერდოშვილიც იმავე სკოლის პედაგოგად მუშაობს.
(გიორგი ბაბაკიშვილმა გადმოგვცა სიღნაღის ოლქის საუბნო კომისიების ხელმძღვანელების გაშიფრული სია, რომელსაც სტატიის ბოლოს იხილავთ- რედ-ნ.ვ.).
ერისიმედის #16-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის 12 წევრიდან სხდომაზე მხოლოდ 6 წევრი მივიდა. აქედან 1 ნაციონალური მოძრაობის დანიშნული იყო. კანონი გვავალდებულებს – კომისიის შემადგენლობა შეკრებილად რომ ჩაითვალოს და უფლება ჰქონდეს, აირჩიოს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი, 7 წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს. ეს სხდომა ჩაიშალა. ისიც ვერ უზრუნველყო საოლქო საარჩევნო კომისიამ, რომ ოლქის მიერ შერჩეული 6 წევრი მიეყვანა უბანზე.
სრული ქაოსი და განუკითხაობაა სიღნაღის ოლქში და უბნებზე. საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობები შერჩეულია მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესით, რაც უკვე მიგვანიშნებს, რომ მმართველი პარტია არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
სიღნაღში, არჩევნების გაყალბების პროცესების დაწყებას ეძღვნებოდა ჩვენი აქცია. გვინდოდა, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე გამოსულიყვნენ, შეგვხვედროდნენ და მათთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი, მაგრამ ესეც არ ისურვეს. ამ აქციით გავაფრთხილეთ საოლქო კომისია, რომ სიღნაღში, ოპოზიცია, არცერთ ხმას არ გააყალბებინებთ.
euronews.ge გთავაზობთ სკანდალურ სიას, რომელშიც გაშიფრულია, საუბნო კომისიების ხელმძღვანელი პირების ინტერესები.
უბნის დასახელება | თავმჯდომარე | მოადგილე | მდივანი |
სიღნაღის N1 | ნანა ივანიძე
ბარების გაერთიანების თანამშრომელი |
გიორგი შარმიაშვილი
მერიის თანამშრომლის მამა |
ნელი ფოლადაშვილი
ა(ა)იპ -ს თანამშრომელი |
სიღნაღის N2 | ვანო აბრამიშვილი
მერიის კულტურის სამსახურის ქმარი |
ალექსანდრე კანჭურიშვილი
დედა მუზეუმის თანამშროემელი |
ლაურა ღვინიაშვილი
ა(ა)იპ-ს თანამშრომელი |
ანაგის N3 | ანა მჭედლიშვილი
კბილის ექიმი |
ნინო კუდაშვილი
საოლქო კომისიის წევრის და |
ნანა ალიაშვილი |
ანაგის N4 | ნინო საგინაშვილი
ოცნების აქტივისტი |
მანანა ილაშვილი
სკოლის პედაგოგი |
ია გოგოლაშვილი |
ვაქირის N5 | ლია ნანობაშვილი
სკოლის ბუღალტერი |
ნონა კორაშვილი | ჟუჟუნა შევერდოშვილი
პედაგოგი |
მაშნაარის N6 | ნანა ბეჟაშვილი
რესურს ცენტრის დირექტორის და |
თამარ ხანდოლიშვილი
ოცნების აქტივისტი |
ვერიკო პარწიკანაშვილი |
საქობოს N7 | ქეთინო ფხოველიშვილი
ოცნების აქტივისტი |
ინგა შეითნიშვილი
ოცნების აქტივისტი |
თამარ ბარნაბიშვილი |
საქობოს N8 | ეკა ბაკაშვილი
შიოლაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი |
მარიამ ბაკაშვილი
სკოლი პედეგოგი |
მანანა გეჯაძე
პედაგოგი |
წნორის N9 | კარლო ორაგველიძე | თამარ ჯანყარაშვილი | ლია ტონიკოვა
შვილი კომისარიატის თანამშრომელი |
წნორის N10 | ნუგზარ ეხვაია
სკოლა ,,პროგრესის“ დირექტორი |
ნინო ყაჯრიშვილი
რესურსცენტრის ხელმძღვანელის მული |
ნელი ბიკაშვილი |
წნორის N11 | თამარ ზედელაშვილი
პედაგოგი
|
მარინე მოლაშვილი
საკრებულოს აპარატის უფროსის და |
ეთერი კოჭლამაზაშვილი |
ბოდბისხევის N12 | ნონა ჭაბაშვილი
პედაგოგი |
ეთერ შანშაშვილი
პედაგოგი |
ნინო ზურაბაშვილი
სოფლის რწმუნებულის შვილი |
ბოდბისხევის N13 | ირინე კანაშვილი | ზურა გოგოსაშვილი | ქეთინო ალავერდაშვილი |
ჯუგაანის N14 | კახაბერ მატიაშვილი
წყალმომარაგების თანამშრომელი |
მაია კიკილაშვილი | მთვარისა კიკილაშვილი
სოფ. მაჟორ. ნათესავი |
ჯუგაანის N15 | მარინე დოლენჯაშვილი | ლალი ნაროზაული
ბიბლიოთ. თანამშრომე |
ეთერ აბულაშვილი
რწმუნებულის სპეციალის |
ერისიმედის N16 | |||
ტიბაანის N17 | ხათუნა შიუკაშვილი
მერიის თანამშრომელი |
მარინე ათანელიშვილი
სკოლის დირექტორი |
ლალი შენკენაშვილი
|
ქვ. მაჩხაანის N18 | ნანული მენთეშაშვილი
ბაღის პედაგოგი |
ზოია მჭედლიშვილი | ნანა ყარალაშვილი |
ხირსის N19 | მზია სუხიაშვილი
სოფლის რწმუნებულის ცოლი |
თემურ ჯანიბეგაშვილი | ირინა მერაბიანი |
ხორნაბუჯი N20 | მარინე ჯანაშვილი | ნინო გოზალიშვილი | მანანა ბიკაშვილი |
ძვ. ანაგის N21 | ბესარიონ ბეგიაშვილი
მალხაზ ხუციშვილის ბიძაშვილი |
ნინო ღვედაშვილი
სკოლის დირექტორი |
მზია ზედელაშვილი
პედაგოგი |
ნუკრიანის N22 | თამარ ჯავახიშვილი
მასზე ცალკე ვისაუბრებთ |
ლეილა ლეკიაშვილი
პედაგოგი |
მაია ბოლღაშვილი |
ნუკრიანის N23 | მანანა მათეშვილი
სკოლის დირექტორი |
ნოდარ მაზიაშვილი | ლილი კრაწაშვილი |
ილიაწმინდის N24 | ლალი ბახტურიძე | ლია გოჩიტაშვილი | ეკა შაიშმელაშვილი |
ზ. მაღაროს N25 | მარინე ქადაგიშვილი
ოცნების აქტივისტი |
თამარ სიყმაშვილი | დალი ბაინდურაშვილი |
ქვ. მაღაროს N26 | ნინო ბაიდოშვილი
სოფ. მაჟორ. დედა
|
ლია ნანდოშვილი
ქმარი მუშაობს მერიის დასუფთავების სამსახურში |
ნონა ჯანიკაშვილი
ილიაწმინდის რწმუნებულის მოადგილის ცოლი |
ზ. ბოდბის N27 | ქეთევან გივიშვილი
სკოლის დირექტორი |
მარინე გოჩიტაშვილი
პედაგოგი |
თინათინ ლეკიაშვილი
პედაგოგი |
ქვ. ბოდბის N28 | ლეილა ბეგაშვილი
სოფლის ექიმი, ქმარი მუშაობს მერიაში |
თამარ ბეროშვილი
ბაღის პედაგოგი |
ნინო ხოტენაშვილი
სკოლის პედაგოგი |
ქვ. ბოდბის N29 | მაია მაჭარაშვილი | მარინე ჯანიაშვილი | ქეთევან ბლიაძე |
სიღნაღის N30 | თამარ აბულაშვილი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალის |
მარინე მანჯაფარაშვილი
ბარების გაერთიანების თანამშრომელი |
გვანცა ძაძამია
ლიბერთის თანამშრომელი |
ვაქირის N31 | ნინო ვარდიაშვილი
|
შორენა სესიტაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარის ნათესავი |
მარინა ნანობაშვილი
მუზეუმის თანამშრომელი |
ტიბაანის N32 | თეა ხატიაშვილი | დოდო გრიგოლაშვილი
მუს. სკოლის დირექტორი |
თამარ ფიროსმანაშვილი
ბაღის გამგე |
ძვ. ანაგის N33 | ირმა ღვინიაშვილი
სოფ. რწმუნებულის მოადგილე |
ლეილა მჭედლიშვილი
უბნის ექიმი |
ეკა კოჭლამაზაშვილი
ბაღის გამგე |
ქვ. მაღაროს N34 | ნანული სომხიშვილი
|
ეკა უსუფაშვილი | ლია ბაინდურაშვილი |
წნორის N35 | ნინო თამაზაშვილი
სოც. სააგენტოს თანამშრომელი |
მარინე ხუციშვილი
|
ნელი დალაქიშვილი
ა(ა)იპ-ს დირექტორი |