ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:

_ ამ დღეებში ყველანი ირანიდან საფრთხეზე და ომზე საუბრობთ, მე კი ჩემი ომის საშინელი კონტურები მიახლოვდება, მაწუხებს და მედარდება.

ირანიდან შემოსული რძე-პასტა . რომლისგანაც დღეს ქართული ყველი მზადდება, რბილად რომ ვთქვა, ჩემი ცხოვრების ბოლო 15 წლის, მთლიანად წყალში გადაყრაა , ჩემი თავი ჯანდაბას- მე ვის რაში ვახსენდები და ვჭირდები ,
მაგრამ იცით, რომ ქართული რძის სექტორი უკიდურეს გასაჭირშია, რომ არავინ ყიდულობს ქართულ ნედლ რძეს და ამ ირანულმა კოხტად ჩაანაცვლა?

სანამ სპეციალისტები იმას გვიმტკიცბენ, რომ რძე -პასტა (ბრრ წარმოდგენაც კი არ მინდა, შეხებაც კი არ მინდა მასთან მქონდეს) სრულიად უვნებლია, მარტივად ვიტყვი- მისგან გაკეთებული ყველი -სრული პრაფანაცია და ფინაჩობაა,,ეს ყველი არ არის …. ბუტაფორიაა..

ეს არის თავის მოტყუება, თავის აგდება და ისეთ სამეურნეო კულტურას, როგორიც ნამდვილი ყველია, დედას უხნავს.

მხოლოდ ჩვენნაირ მაზოხისტ ერს შეიძლება შეაპარო და შეტყუო ეს, როგორც გამოსავალი რძის დეფიციტის პირობებში.
მე მკვლევარი ვარ, ბიზნესი არც გამომდის და არც მინდა მქონდეს…ბიზნესს თვისი წილი უბედურება
ჭირს წარმოების ამბავში და ესეც გადასახედია…

ამიტომ ჩემი წუხილი ახლა სხვა წუხილია – ძლივს ყველის კულტურის ქვეყნად მონიშნული, მსოფლიო რუკაზე,ისევ გავქრებით როგროც გავჩნდით და მთელი მედია ჩევენზე წერდა – გავქრებით!
არა, ბიჭო და ირანულ რძეზე მოდიდღნილ ყველს შეგიჭამს მსოფლიო..,მეტი საქემე არ აქვს,,

ქვეყანა, რომელსაც აქვს 80 საუკუნოვანი საყველიე= სარძიე ჭურჭელი (მე ეს გამოკვლეული და დადასტურებული მაქვს }ახლა ირანული რძე პასტაში იდიდღნება და ამით ტიტყნის ყველს ,”ქართულ ყველს..”.

მე ეს სიცოცხლეს მიწამლავს!!!

მე რომ ახირებული ადამიანი ვარ, ეს ყველაფერზე მეტყობა და აქამდე რომ ღატაკი და უპოვარი ვარ, ესეც ჩემი უხეირო ხასიათს ბრალია..

მგონი ჩემი აბარგების და გადაშენების დრო მოდის,..

მომწერეთ რას ატყობთ ამ ბოლო დროს იმერულს და სულგუნსს..

მასალებს ვაგროვებ..

მე თავის მოკატუნების და გაჩუმების არანირი უფლება არ მაქვს- იღუპება ქართული რძის სექტორი. ბოდიში ემოციური სტატუსისთვის.

ეს ჩვენი ომია და უნდა მოვიგოთ!

კომენტარები