ეკონომიკა
საქართველოში სათამაშო ბიზნესი თვითრეგულაციას იწყებს: ევროპულ გამოცდილებას ნერგავს „ევროპაბეთი“ ქვეყანაში?

კამპანია „პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათამაშო ბიზნესის თვითრეგულაციას, რათა ადამიანებმა გასართობად ითამაშონ და არა პრობლემების „გამოსამუშავებლად“.
რა არის პასუხისმგებლიანი თამაში? – პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში, პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ – ეს არის მთავარი მიმართულებები, რომლებიც კომპანიამ თავისი ბიზნესის ფუნდამენტურ ნაწილად აქცია.
ის, რომ სათამაშო ბიზნესი არ არის სრულიად ურისკო, არახალია. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა თამაშს ყოველდღიური გართობის საშუალებად მიიჩნევს, მაინც არის მოთამაშეთა მცირე რაოდენობა, ვისთვისაც თამაში შეიძლება პრობლემური გახდეს. განსაკუთრებით მოწყვლადია არასრულწლოვანთა სეგმენტი, რომლებიც, მიუხედავად დღემდე არსებული ფილტრებისა, მაინც აღწევენ სათამაშო პლატფორმებზე.
რას გვთავაზობს „ევროპაბეთი“?
2020 წლის იანვრიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს შესთავაზებს ონლაინ ხელსაწყოებს, რაც უპრეცედენტო იქნება ქართული სათამაშო ბაზრისთვის. ესენია:
-
რეალობის შემოწმების შეტყობინება
-
თვითშეფასების ტესტი
-
მოთამაშის რჩევები
-
24/7 მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის
-
პრობლემური მოთამაშეების თერაპია
-
გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია
-
პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში
გარდა ამისა, „ევროპაბეთი“ 2019 წლის დეკემბრიდან, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას. კერძოდ:
-
სრულად ამბობს უარს გარე რეკლამაზე
-
საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში
-
ინტერნეტრეკლამა გაკეთდება მაქსიმალურად ასაკობრივი შეზღუდვით
საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში „ევროპაბეთი“ 2,2 მილიონ ლარს დახარჯავს. კერძოდ:
-
„პასუხისმგებლიანი თამაშის“ შესახებ ცნობადობის გაზრდა – საინფორმაციო ვებგვერდები; პრობლემურ მოთამაშესთან მუშაობა – ქოლცენტრი და თერაპია; თემატური სტატიები და სიუჟეტები
-
სპორტის განვითარება – სპორტსმენებისა და პარასპორტსმენების, სპორტში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობა; სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტები
-
ონლაინ მედიის განვითარება – ონლაინ მედიის გაყიდვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა
-
სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
-
ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება