დამთავრდა შალვა ნათელაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერს ვაშინგტონში შეხვედრები ჰქონდა სენატში, კონგრესში და სხვადასხვა სტრატეგიულ ცენტრებში, კერძოდ: სენატის შეიარაღებულ კომიტეტში, სენატორ ტედ კრუზის ჯგუფთან, კონგრესმენებთან: მარიო დიაზ ბალარტთან, ბერი მურთან, ჰექტორ ბალდეროსთან, ტრეის მანთან, პოლი გოსართან, ლიზა მაკკლეინთან, ენდრიუ კლაიდთან, ბრაინ მესტთან, კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში ვერონიკა ესკობართან.

შეხვედრებისას საუბარი შეეხებოდა საქართველოსთვის სასიცოცხლო გეო-პოლიტიკურ და საშინაო საქმეებს, მათ შორის: გეო-პოლიტიკურ ალიანსში (3+3) საქართველოს არშესვლას, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, ვადამდელ არჩევნებს, ლეიბორისტული პარტიის აკრძალვაზე სპეციალური რეზოლუციის მიღებას კონგრესში და საქართველოსთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.