admin

  • პოლიტიკაPhoto of პაპუაშვილი ოპოზიციას: მე უკრაინის ელჩს შევხვდი და არც კი გიკითხავთ, რაზე გვქონდა საუბარი

    პაპუაშვილი ოპოზიციას: მე უკრაინის ელჩს შევხვდი და არც კი გიკითხავთ, რაზე გვქონდა საუბარი

      „ჩვენი სოლიდარობა საკამათო არ არის. არც ის არის საკამათო, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხები ამ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომ სად, თუ არა აქ უნდა იყოს ერთიანობა. სამწუხაროდ, ყოველი ეს წამოწყება თითქოს ერთიანობის, მათ შორის, რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებითაც, ორ წუთზე მეტს ვერ ძლებს,  ეს ერთსულოვნების ყალბი ნარატივია ზოგიერთ ჩვენ კოლეგაში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ბიუროს სხდომაზე. მისივე შეფასებით, საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილებები საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე არ ააწყონ. „თქვენ გსურთ, რომ თქვენს კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენოთ უკრაინის ელჩის თანდასწრებით. ამის საშუალებას არ მოგცემთ. ჯერ რეგლამენტში გაერკვიეთ – როგორც რიგგარეშე სხდომაზე გქონდათ გაურკვეველი ფორმატები მოთხოვნილი, ახლაც ასე ითხოვთ გაუგებარ ფორმატებს. თქვენი საქციელი და ზურგის შექცევა, რომელსაც თქვენ აკეთებთ, არ ვიცი რა კოლეგიალობაში შედის საერთოდ. თუ ამის დემონსტრირება სურს ზოგიერთ კოლეგას ხვალ, პლენარულ სხდომაზე, ვურჩევ დაფიქრდნენ, ვინაიდან ნამდვილად არ იმსახურებს ამას უკრაინელი ხალხი. ასეთი ქცევა საქართველოს პარლამენტში მათ ხვალ არ უნდა ნახონ. სამწუხაროა, აქედანვე ჩანს, რა საქციელსაც ვიხილავთ ხვალ, სავარაუდოდ, ოპოზიციის ნაწილისგან საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ახლა ბუნკერებში არიან, იბრძვიან, ყოველდღე კარგავენ ახლობლებს. როცა საუბრობთ საქართველოსთან დაკავშირებით და საქართველოს უსაფრთხოების საკითხების გადაბმაზე უკრაინასთან, ცოტა მეტი წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს ყველამ ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, პარლამენტის წევრებმა, რომ ბრძნულად მიიღონ გადაწყვეტილებები და ყველაფერი არ ჰქონდეთ აწყობილი ყოველდღიურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ბოლო დღეებში აგორებულია ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის კამპანია. „სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები ჩუმად არიან. რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა საქართველოში რომ მუშაობს, ეს გასაგებია და ამას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ სხვა ტიპის დეზინფორმაცია, როდესაც ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხელისუფლებას, ეს არის სწორედ პირველი ნიშანი იმისა, რომ გინდათ მოარყიოთ სახელმწიფო. ამიტომ, სამწუხაროა, რომ დისკრედიტაციაში მონაწილეობენ მათ შორის, ჩვენი კოლეგებიც. სოლიდარობა საქმით არის მნიშვნელოვანი და ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ამიტომაც შევხვდი უკრაინის ელჩს, ვისაუბრეთ საჭიროებებზე და ამ საჭიროებებზე დაყრდნობით,  ყველანაირი დახმარება გავუწიეთ, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც წუხელ გაიგზავნა უკრაინაში, ასევე, უკრაინელი მოქალაქეების განთავსება საქართველოში.  ყველაზე მთავარი რაც შეიძლება ახლა  უკრაინელი დებისთვის და ძმებისთვის გავაკეთოთ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო ფორუმებზე.  წინა კვირას მრავალი ფორუმი და პლატფორმა გაიმართა და ოპოზიციამ არსად არ მიიღო მონაწილეობა, მხარდასაჭერად ხმაც არ ამოუღიათ. ამის ნაცვლად არის ხმამაღალი საუბარი ტელევიზიით, მედიით და სოციალური მედიით.  ჩვენ, როგორც უმრავლესობას და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს,  გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ საქმე იყოს წინ წამოწეული და რაც შეიძლება ნაკლები იყოს ასეთი მსჯელობების შესაძლებლობაც კი, სადაც პარლამენტის სახეს ვაჩვენებთ ასეთს, რომ არის კამათი ისეთ საკითხებზე, რომელიც საკამათო არ არის. არ არის საკამათო ჩვენი სოლიდარობა, არ არის საკამათო ის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოების საკითხები ამ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომ სად, თუ არა აქ უნდა იყოს ერთიანობა და სამწუხაროდ, ყოველი ეს წამოწყება თითქოს ერთიანობის, მათ შორის, რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებითაც, ორ წუთზე მეტს ვერ ძლებს ეს ერთსულოვნების ყალბი ნარატივი ზოგიერთ ჩვენ კოლეგაში, მათ შორის, მათში, ვინც ახლა ზურგის  შექცევით დატოვა ჩვენი დარბაზი. ყველას მოგიწოდებთ, რომ ვიყოთ ძალიან მტკიცე და ამავე დროს ძალიან მშვიდი. როდესაც ვუყურებთ უკრაინელ ხალხს, ეს არის სიმტკიცე და ეს არის სიმშვიდე. ჩვენც ეს სიმტკიცე და სიმშვიდე უნდა გამოვიჩინოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    Read More »
  • პოლიტიკაPhoto of უკრაინაში საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთს დააწერეს: ,,საქართველოს მთავრობა”

    უკრაინაში საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთს დააწერეს: ,,საქართველოს მთავრობა”

    საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთს დააწერეს: ,,საქართველოს მთავრობა”. ,,უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაიგზავნა. ჰუმანიტარული…

    Read More »
  • საზოგადოებაPhoto of ,,ხელისუფლებამ თავის ლაქიებს უბრძანა, რომ საზოგადოებას ჩამოართვას უკრაინის თემა და მიისაკუთროს”

    ,,ხელისუფლებამ თავის ლაქიებს უბრძანა, რომ საზოგადოებას ჩამოართვას უკრაინის თემა და მიისაკუთროს”

    ,,ჰოი, საოცრებავ. ქართული ოცნების ორლარიანი ჩმორები, 4 დღე ჩირგვებში რომ იმალებიან, უეცრად იწყებენ უკრაინის მხარდამჭერ სტატუსებს, ზურგზე იხვევენ უკრაინის დროშას,…

    Read More »
  • სიღნაღის ამბებიPhoto of ,,უკრაინის გამარჯვება რუსეთის მარწუხებიდან საქართველოს გათავისუფლების საწინდარია”

    ,,უკრაინის გამარჯვება რუსეთის მარწუხებიდან საქართველოს გათავისუფლების საწინდარია”

    დღეს, სიღნაღის ცენტრში, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე . აქციის მონაწილეებს საქართველოს და უკრაინის დროშები ეკავათ, პლაკატებზე კი ეწერათ: ,,რუსეთი…

    Read More »
  • საზოგადოებაPhoto of საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადება

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადება

    ადვოკატთა ასოციაცია საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში იურიდიულ დახმარებას გაუწევს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უკრაინის არაერთი  მოქალაქე იმყოფება, რომელთაც…

    Read More »
  • საზოგადოებაPhoto of ,,კიევი დგას, მეგობრებო. ამ ღამესაც გაუძლეს…”

    ,,კიევი დგას, მეგობრებო. ამ ღამესაც გაუძლეს…”

    კიევი დგას, მეგობრებო. ამ ღამესაც გაუძლეს ჩვენმა გმირმა მეგობრებმა. უფრო მეტიც, რუსებს საჰაერო თავდასხმის დროს ილ-76 გაუნადგურეს. ეს შურისძიებაა ლუგანსკისთვის!…

    Read More »
  • საზოგადოებაPhoto of ამდენი ხალხი რუსთაველზე, 20 ივნისსაც არ ყოფილა

    ამდენი ხალხი რუსთაველზე, 20 ივნისსაც არ ყოფილა

    ,,დღეს პარლამენტთან და კანცელარიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა! თამამად შემიძლია ვთქვა, ამდენი ხალხი 20 ივნისსაც არ ყოფილა. დაინახა მსოფლიომ და პირველ…

    Read More »
  • საზოგადოებაPhoto of ,,ღარიბაშვილის ბაგეებიდან მოისმინეთ ბიძინა ივანიშვილის დანაბარები- მოსკოვიდან შემოთვლილი”

    ,,ღარიბაშვილის ბაგეებიდან მოისმინეთ ბიძინა ივანიშვილის დანაბარები- მოსკოვიდან შემოთვლილი”

    ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კომენტარს აკეთებს ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გააკეთა: ,,ტყუილად ლანძღავთ ღარიბაშვილს, ის…

    Read More »
  • პოლიტიკაPhoto of ,,არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება, შეგიძლია, მერეც არ ჩამოხვიდე”

    ,,არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება, შეგიძლია, მერეც არ ჩამოხვიდე”

    ,,საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ? პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები მის ქვეყანას სერიოზულ…

    Read More »
  • საზოგადოებაPhoto of რა სახის სანქციები დაუწესა დასავლეთმა რუსეთს, უკრაინაზე თავდასხმის გამო

    რა სახის სანქციები დაუწესა დასავლეთმა რუსეთს, უკრაინაზე თავდასხმის გამო

    დასავლეთის სანქციები რუსეთს უკრაინაზე თავდახმის გამო: 1. გაზსადენის ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის სერტიფიცირება შეჩერდა 2. დუმის იმ 351 წევრის მიმართ დაწესდა…

    Read More »
Back to top button
Close