სხვა

„ამაყი ვარ შენი სიძლიერით, დედი!”

ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი შვილის მძიმე ტრავმის შემდეგ

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული დაძაბული მატჩი ქართველი ფეხბურთის მოყვარულებისთვის მძიმე შედეგით დასრულდა. შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული კლუბის ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მიღებული დაზიანების გამო, ახალგაზრდა ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს.

მოედანზე მომხდარ ტრავმას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა ხვიჩას დედა, მაკა ლუკავა. მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

,

„ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის. ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და განსაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ როგორც აქამდე! მადლობა! ამაყი ვარ შენი სიძლიერით, დედი!” – წერს მაკა ლუკავა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close