
თბილისობის შემდეგ სოციალურ ქსელებში ღონისძიებაზე მიწვეული ქალების ჩაცმულობა განხილვის საგანი გახდა.
რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში მოექცა თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე, რომელსაც კლასიკური შავი პალტო ეცვა და მინიმალისტური აქსესუარები ეკეთა.
.
წამყვანის ამპლუაში „სუხიშვილების” მოცეკვავემ, ნათია ბაკურაძემ, საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა. მას შავი კაბა ეცვა დიდი ნაცრისფერი ბაფთით. ასეთივე სამოსი ეცვა მეორე წამყვანს, მანიკა ასათიანსაც.
.
მუსიკოს დათო ევგენიძის მეუღლე, ნინო ჟვანია, ღონისძიებაზე კრემისფერი ელეგანტური კოსტიუმით გამოჩნდა, რომელსაც დახვეწილი ორნამენტები და დეტალები ამშვენებდა.
.
დახვეწილი შავი კლასიკური კაბა ეცვა მოდელ თიკო ჩხეიძეს, რომელიც ღონისძიებაზე მეუღლესთან, ყოფილ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
.
მომღერალი ცირა კობიაშვილი ღონისძიებაზე გამორჩეული და მიმზიდველი სტილით გამოჩნდა. მან მოირგო დახვეწილი გრძელი შავი კაბა ღრმა დეკოლტეთი და ორიგინალური დეტალებით.
.
მარაო.ჯი









