კახა თარგამაძის შვილის გრანდიოზული ქორწილი ბათუმში
ბერა ივანიშვილი მეჯვარის ამპლუაში და ნანუკა გუდავაძის მდიდრული ლუქი

ბათუმში ყოფილი შს მინისტრის, ე.წ. `რკინის კაცის”, კახა თარგამაძის შვილი, სალომე თარგამაძე დაქორწინდა რჩეულზე, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟზე, გიგა პაპუნაიშვილზე.
.
ქორწილს ესწრებოდა ქართული შოუბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, ირინა ონაშვილი, ლალი ტოტიკაშვილი, ნათია შენგელია, ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილი – სწორედ ბერა ივანიშვილი იყო გიგა პაპუნაიშვილის მეჯვარე.
.
ნანუკა გუდავაძეს ქორწილში Safiyaa-ს ბრენდის ღია ცისფერი კაბა ეცვა. Safiyaa არის ლონდონში ბაზირებული მდიდრული „დემი-კუტიურ“ (demi-couture) ბრენდი, რომელიც 2011 წელს დანიელა კარნუტსმა დააარსა. ბრენდი ცნობილია მკვეთრი, დახვეწილი თარგებით, გამოყვანილი (სკულპტურული) სილუეტებითა და მდიდარი ფერებით. Safiyaa გლობალურად ოპერირებს და მისი ატელიეები ლონდონში, ნიუ-იორკსა და სტამბოლში მდებარეობს. ამ ბრენდს ხშირად ირჩევენ ისეთი გავლენიანი და ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან მეგან მარკლი, ჯენიფერ ლოპესი და ქეით უინსლეტი. კაბის თავდაპირველი ღირებულებაა $1,815.
მარაო





