
ამბობენ, თბილისში, ერთ დილას, იმ სასტუმროს წინ, სადაც მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი მარგარიტა დე სევრი იმყოფებოდა, ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა…
.
ისინი უთვალავი ახლადმოჭრილი წითელი ვარდით იყო დატვირთული. ამ, ყოვლად უჩვეულო მსვლელობას უკან წარმოშობით მირზაანელი, საცხოვრებლად თბილისში გადმოსული კაცი მიუყვებოდა, რომელსაც ქალაქელები ნ ი კ ა ლ ა ს ეძახდნენ… და ყველამ იცოდა, რომ ის მხატვარი იყო…
ნიკალა სიღარიბეში გარდაიცვალა. მისი საფლავიც კი არ ვიცით. ნიკო ფიროსმანის შემოქმედება მხატვრის გარდაცვალების შემდეგ ფასდაუდებელი გახდა.
1969 წელის მარტში ფიროსმანის ტილოებს „პარიზის დეკორატიული მუზეუმის დარბაზებმა“ უმასპინძლა.
თბილისის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, რომელსაც პარიზის ამ გამოფენის ორგანიზება აქვს დავალებული, მოულოდნელად დარბაზში შემოსულ ოთხმოციოდე წლის ქალბატონს შეამჩნევს, რომელსაც, უცნაური, მღელვარე ღიმილი დასთამაშებს და გამოფენის კომისარს სთხოვს სურათი გადაიღოს „აქტრისა მარგარიტასთან” ახლოს…
.
მარგარიტა დე სევრი (მარცხნივ)
ეს ის მარგარიტაა… მარგარიტა დე სევრი!.. ფიროსმანის ტილოების სანახავად მოსული… ნიკალას მარადიული სიყვარული…
ინტერმედია





