სამართალი და კრიმინალი

განზრახ მკვლელობის მცდელობა კახეთში

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით – 1978 წელს დაბადებული გ.გ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პრაიმტაიმი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close