სამართალი და კრიმინალი
ტრაგედია გურჯაანში
ბავშვმა ელემენტი გადაღლაპა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „გურჯაანი” ავრცელებს.
.
მათი ცნობით, ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვმა ელემენტი სათამაშოს გამოაძრო და გადაყლაპა.




