
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში და-ძმის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა. მათი ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს.
.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, და-ძმის – 1972 წელს დაბადებული ტ.ფ. -ს და 1970 წელს დაბადებული დ.ფ. – ს გარდაცვალება გამოიწვია მოყინვამ. (სხეულის გადაციებამ).
პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებათ რაც სიკვდილს გამოიწვევდა. მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – განაცხადეს შსს-ში.




