სხვა

„პარიზში გვაქვს ჩვენი ადგილი…“

ვინ არის ნინო ხოშტარიას მეუღლე

ტელეჟურნალისტი ნინო ხოშტარია გადაცემაში „ქეთის სამზარეულო თავგადასავალი” საკუთარ კულინარიულ გამოცდილებაზე ისაუბრა. თქვა, რომ ის და მისი მეუღლე ბაჩა მალაზონია ზოგჯერ გასტრონომიული მიზნითაც გეგმავენ მოგზაურობას.

.

 

„ზოგჯერ დაგვიგეგმავს მოგზაურობა გასტრონომიული მიზნითაც. ტრადიციებიც გვაქვს – ბაჩას საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს საფრანგეთში მოგზაურობა, უფრო სწორად, მას უწევს წასვლა, მე – აკიდება, იქ გვაქვს ჩვენი ადგილი, სადაც ზღვის პროდუქტებს მივირთმევთ, რიტუალია ეს ჩვენთვის – პატარა მაგიდაზე ზღვის პროდუქტების მირთმევა.

ერთადერთი, რაზეც უსიამოვნება მოგვდის, ეს საკვების მომზადებაა.

– დამაცადე.

– არა, მე დამაცადე.

მე მიყვარს ხორცი და ჩემი პრეროგატივა იყო მისი მომზადება, მაგრამ ბაჩამ ჩამოართვა ეს ფუნქცია. არ მიწევს ხშირად კეთება. იყო პერიოდი, როცა მეტი დრო მქონდა და სულ ვამზადებდი. მე რეცეპტების ცნება საერთოდ არ ვიცი, მხოლოდ – თვალით და გემოვნებით. ასეა ნამდვილი, ასეა მართალი. ჩემს მეგობრებს უყვართ გოგრაში რომ ვაკეთებ ბრინჯს. ტკბილს ვაკეთებ, თანაც ჩემი ინგრედიენტებით. შაქარს საერთოდ არ ვიყენებ, ვუმატებ შავი მოცხარის მურაბას, გოგრის გულს…“.

ბაჩა მალაზონია არის არტ-დირექტორი, მეწარმე და მას 30-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს პროექტების დიზაინში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ყველაზე მომთხოვნი ციფრული მედიის შექმნასა და განვითარებაში სპორტის მიმართულებით.

1992-1994 წლებში ის მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ვალუტის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან და ისტორიულ პროექტში. 20 წლის შემდეგ ის გახდა ქართული ლარის რედიზაინის პროექტის ხელმძღვანელი, რამაც მას ევროპაში საუკეთესო ბანკნოტების სერიის ჯილდო მოუტანა.

წყვილი უკვე ბებია-ბაბუაა, მათ ერთი შვილიშვილი ჰყავთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close