თეა სიჭინავა დედობის გამოცდილებაზე
„რთულად გავიარე ეს გზა, გარე ორსულობა დამემართა... დედის მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, დედა ვერ გავხდებოდი“

ტელეწამყვანი თეა სიჭინავა ერთი წლის წინ ნიკოლას დედა გახდა. ცოტა ხნის წინ თეა „პრაიმშოუს” სტუმარი იყო, სადაც დედობის გამოცდილებასა და გამოწვევებზე პირველად ისაუბრა:
.
„ჩემთვის ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო 2024 წლის პირველი დეკემბრიდან. მანამდე რა იყო, უკვე აღარ მახსოვს. ყველაფერი შეიცვალა, თუკი აქამდე სამყარო ჩემ ირგვლივ ტრიალებდა, ახლა უკვე ყველა ვტრიალებთ ნიკოლას ირგვლივ. ნიკოლას გამო მთელი ორი თვე არ გვეძინა. დილის 5 საათზე გავრბოდით მანქანაში, რადგან ერთადერთი ადგილი, სადაც წყნარდებოდა, მანქანა იყო. ბავშვი როცა იბადება, ყველა ქალს მეორე სუნთქვა ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი პროცესი არ არის მარტივი, მაგრამ გვერდზე რომ გყავს, რომ გიცინის, ყველაფერს გავიწყებს.
ეს ბედნიერება ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს. სანამ გონებრივად არ მომწიფდები, შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადადგა, მაგრამ, როცა მოემზადები, ძალიან კარგი შედეგი იდება. ძალიან რთულად გავიარე ეს გზა, გარე ორსულობა დამემართა, მართალია, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ღამის თევა ცოტა რთულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც დიდი სიამოვნებაა. დედის მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, ასეთი ადამიანიც ვერ ვიქნებოდი და ვერც დედა გავხდებოდი,” – ამბობს თეა სიჭინავა.




