სხვა

ვინ არის ნინო ჩხეიძის სიძე

„მეც არ ვიცოდი და ჩემთვისაც მოულდონელი იყო“

მომღერალ ნინო ჩხეიძის ერთადერთმა ქალიშვილმა, მარიამ კორახაშვილმა, ოჯახი შექმნა. მისი რჩეული კანადელი ჯერემი ელენორია. „გილოცავ, დე. ყოველი დღე ბედნიერებით სავსე გქონდეთ მთელი ცხოვრება”, – დაწერა ნინო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში.
.
როგორც ნინო ჩხეიძემ „ფორტუნას“ უთხრა, მარიამი და ჯერმი 4 წელია, ერთმანეთს იცნობენ, მაგრამ მომღერლისთვის შვილის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.
-მარიკოს ხელი ჩემთვის არ უთხოვია. მარიკოც და ისიც ბობ დილანის ფანები არიან. მარიკოს სიურპრიზი გაუკეთა და ბობ დილანის კონცერტზე დაპატიჟა. ის ხელის თხოვნის ვიდეოც, რომელიც გავრცელდა, ამ კონცერტზეა გადაღებული. მეც არ ვიცოდი და ჩემთვისაც მოულდონელი იყო. როცა ფოტოები დაიდო და ყველა წერდა, ვერ ვაკეთებდი კომენტარს, ცოტა დავიბენი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, – ამბობს ნინო ჩხეიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close