
მარიამ შარმანაშვილისა და სოფი ლორენის ვაჟის, დირიჟორ კარლო პონტის სიყვარულზე დიდი ხანია, ქართული მედია წერს. ზაფხულში კი წყვილმა ოფიციალურად იქორწინა და ქორწილი ჯერ საქართველოში გადაიხადეს, შემდეგ კი ჟენევაში.
.
მარიამმა და კარლომ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. ეს ურთიერთობა მალევე სიყვარულში გადაიზარდა. მარიამი ემოციურად იხსენებს სიყვარულის ახსნის დღეს:
„პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, როდესაც ასეთი ლეგენდის ოჯახის წევრი ხდები. მახსოვს, მაშინ მამა გაბრიელს შევთხოვე, რომ თუ უფლის ნება არის ეს ურთიერთობა, დალოცე და გამომარკვიე-მეთქი. რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ კარლომ სწორედ ეკლესიის ეზოში ამიხსნა სიყვარული“.




