საბა-ვშვო

შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

„სული არც ერთი წამით არ იძინებს, სულმა ძილი არ იცის და აღზრდა სულში ხდება, სხეულში კი არა“

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია 13 წლამდე ასაკის ბავშვები დასაძინებლად მარტო არ გაუშვან და ძილის წინ მათ მიმართ განსაკუთრებული სითბო გამოიჩინონ:
.
„ბავშვი არ გაუშვათ მარტო ძილში. „უკვე დროა, დაწექი!“- იმასაც კი უნდა, რომ დედა დაუჯდეს გვერდით, აკოცოს, მოეფეროს. კი გეტყვის, დამანებე თავიო, მაგრამ თავმოყვარეობა არ აძლევს ნებას. რას გამორბიხარ ოთახიდან? დააწვინე ბავშვები? რაღაცა უთხარი, შენი ცხოვრებიდან უთხარი რაღაც, მამის ცხოვრებიდან უთხარი, ​გუშინდელი ზღაპარი გააგრძელეთ. ამ ზღაპარში თვითონ გახადე გმირი.
მოუგონე ბავშვს ზღაპარი. იყო ერთი პატარა ბიჭი, სახელად დანიელი ერქვა, დანიელი და დედა სადღაც წავიდნენ. დანიელმა ასე გააკეთა, ისე გაააკეთა, დანიელმა დაიცვა დედა. შეაბრუნე ისტორია. დანიელი ზღაპარში კარგად იქცევა, ჩაეძინება. ​ძილში აღზრდა გრძელდება.
სული არც ერთი წამით არ იძინებს. სულმა ძილი არ იცის და აღზრდა სულში ხდება, სხეულში კი არა. მე გავაყოლე რა ხატი ბავშვს, მან ის უნდა დაამუშავოს. შიგნით ნათელი წერტილი გაჩნდება.
დილით გაიღვიძა ბავშვმა, მოეფერე. მოთმინება და დრო თუ დათმე, სიყვარულიც ვერ გაუძლებს ბოლომდე. გიყვარს ბავშვი, მაგრამ აღზრდის სიყვარულით არ გიყვარს. დაისვი ბავშვი და ჰკითხე: „აბა, როგორ მიყვარხარ მე: „ამხელათი თუ ამხელათი?“ თუ იცი, რატომ მყავხარ შენ ან შენ რატომ გყავარ მე?! ოთხი წლის ბავშვთან ასეთი საუბარი შეიძლება.
დილით უთხარი ბავშვს, რომ დღეს ეს საქმე მაქვს, შენ რას გააკეთებ? ცხოვრება აუგე შვილს. ერთად ითამაშეთ ძალიან ხშირად. ოთხი წლის ბავშვს ახსნა-განმარტებები და თითის ქნევა არ ეყურება. ​დააძინე ბავშვი ასე: ლოცვები წაუკითხე, მოეფერე, უთხარი: როგორ მინდა შენი თითები მეფერებოდეს, დამაძინე რა… სიყვარულში გაავარჯიშე ბავშვი,“ – აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.
​„ამონაშვილის აკადემია“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close